თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო - საარჩევნო ყრილობა. გია გიორგაძემ, რომელიც 15 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ისაუბრა თავისი მოღვაწეობის განვლილ პერიოდზე. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შესაფასეს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულდ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი სამომავლო გეგმებზე და ცოტა განვლილზე.
გეგმები
- ჩვენი დევიზია: 'ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის'. ფედერაციის ყველა ორგანო ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის რომ შედეგები კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე დავიბრუნოთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის.
- ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს.
- განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშთა ჭადრაკს და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ურთიერთობა ფიდესთან, სიახლეები, ღონისძებები...
- 2023 წელს საქართველოში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებები.
- 5-12 ივნისს, ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
- 2-9 სექტემბერს საქართველოში ასევე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციაში, რომელიც მიეძღვენება კომპოზიციების შედგენაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გურგენიძის 70 წლის იუბილეს.
წარმატებით, ჩატარებული საერთაშორისო პროექტები - ღონისძიებები და მომავლის გეგმები
- 2006 წლიდან საქართველოში ჩავატარეთ 4 ევროპის ჩემპიონატი(2 ქალთა, ვაჟთა და გუნდური) და 4 ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
- ფიდეს სამი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, 5 მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს თასი ვაჟთა შორის, მონაწილეობდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის
- 2018 წლიდან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში ზედამხედველობას ვუწევდი ფიდეს შშმ კომისიას.
- კომისიის ეგიდით ჩავატარეთ: საკონტინენტთაშორისო გუნდური ჩემპიონატი, პირადი, გუნდური და 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი. პანდემიის დროსაც კი ჩავატარეთ ონლაინ ახალგზრდული ჩემპიონატი და ონლაინ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.
- ასევე ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველად ისტორიაში ჩავატრეთ ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო გრან-პრის 2 სერია, მსოფლიოს სუპერ თასი.
- 2023 წლის 29 იანვრიდან - 6 თებერვლამდე ბელგრადში (სერბეთი) ჩატარდება ოლიმპიადა შშმ პირთა შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის საუკეთესო გუნდები.
- ამჟამად, მსოფლიო საჭადრაკო ღონისძიების კომისიის ეგიდთ გამოვაცხადეთ კონკურსი 2023-2024 წლების ღონისძებების ჩატარებაზე
სპონსორის მოძიება ფედერაციისთვის - კომპანია 'სოკარი ენერჯი ჯორჯია' განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორად. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა სპონსორების მოძიებაზეც.
ახალგაზრდობა თაობაზე ზრუნვა
- სამწუხაროდ, საჭადრაკო სფეროც ძალიან დააზიანა მთელ ქვეყანაში მიმდინარე ე.წ 'ტვინების გადინებამ". შეიქმნა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ჩვენი ამოცანაა ახალგაზარდა მწვრთნელების გადამზადება, რათა მათ უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.
- კარგად მუშაობს ბოლო წლებში დანერგილი მწვრთნელთა წახალისების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ მწვრთნელები მოსწაველეების მიერ ნაჩვენები შედეგებით დაწერილი ქულათა ჯამის მიხედვით ღებულობენ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში.
პროექტი 'ჭადრაკი სკოლაში'
- საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 18 მაისის N60/ნ ბრძანებით ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატა.
- უმოკლეს დროში მომზადდა ჭადრაკის სწავლების სტანდარტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ შეარჩია და ტრენინგის ჩასატარებლად გადაამზადა 20-მდე ჭადრაკის სპეციალისტი, მათ შორის: საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები და სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელები.
- განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 1-ლი ივნისიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებიდან ჭადრაკის ტრენინგზე მოწვეული იყო 4200-ზე მეტი პედაგოგი. ტრენინგი წარმატებით გაიარა 3000-მდე პედაგოგმა, რომლებიც უკვე ასწავლიან ჭადრაკს პირველკლასელებს. ვიწყებთ მე-2 კლასში ჭადრაკის სწავლების პროგრამის მომზადებას.
მასობრივი ჭადრაკი
- დაგეგმილია საქართელოს ჩემპიონატების ჩატარება სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
- ჭადრაკის სასახლეში სისტემატიური სახე ექნება სარეიტინგო და ელვისებურ ტურნირებს ჭადრაკში.
- გაიმართება ტურნირები საერთაშორისო ოსტატის და დიდოსტატის ნორმატივის შესასრულებლად, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვენი მოზარდების პროფესიული ზრდისთვის.
- პანდემიის გამო დროებით შეწყვეტილი სენიორთა ჩემპიონატებიც განახლდება იანვრიდან. ასევე გაიმართება ჩემპიონატები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის.
- და ბოლოს, წარმატება მინდა ვუსურვო ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებიც უახლოეს დღეებში ყაზახეთში მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.