ტატო გრიგალაშვილის შემდეგ, იერუსალიმის მასტერზე ილია სულამანიძე გახდა მეორე ქართველი, რომელმაც, წონის მოგება მოახერხა. 2022 წლის ბოლოს საერთაშორისო სტარტზე გამარჯვების გარდა, 21 წლის ქართველმა, რომელიც აღნიშნულ ტურნირამდე მე-5 პოზიციაზე იყო, მსოფლიო სარეიტინგო ქულებით 5752 ქულა დააგროვა და 4 პოზიციით დაწინაურდა. ამასთან სულამანიძე წონის ლიდერი გახდა. დღესვე იერუსალიმში, მედლების კიდევ რამდენიმე კომპლექტი გათამაშდა. სულამანიძის გარდა, ქართული გუნდის ყულაბაში ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ ჩადო.
ლაშა ბექაურის არყოფნაში, რომელიც ტურნირს ბოლოს, ჯანმრთელობის მიზეზით გამოაკლდა, -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა და ლუკა მაისურაძემ კარგად დაიწყეს. თუმცა, ქართველებიდან 1/2 ფინალში გასვლა მხოლოდ ლუკა მაისურეაძემ მოახრეხა. ბექა კი, ბადის ბოლო შეხვედრაში ფრანგ ალექსის მატეუსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მასპინძელი გაი გურევიჩი დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფრანგმა კი, 1/2 ფინალში მეორე ქართველსაც, მაისურაძესაც მოუგო და ისიც ბრინჯაოს მედლის ფინალში განამწესა. ბრინჯაოს ფინალში, ღვინიაშვილი ბრაზილიეთ რაფაელ მაკედოსთან დამარცხდა. მაისურაძემ კი, უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და იერუსალიმის მასტერსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი დღეს ჩვენს გუნდს -100კგ წონით კატეგორიაში ჰყდავა - ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ამ წონაში, ბადეში წარმატების შემთხვევაში, 1/2 ფინალში გადასასვლელად, ლიპარტელიანს, ნოკოლოზ შერაზადიშვილთან მოუწევდა შებრძოლება. თუმცა, საქართველოს და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველები, მეორე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. პირველივე წრეში წააგო გიორგი ბერიაშვილმაც. აი, სულამანიძემ კი, თანაბრად იასპარეზა, ყველა შეხვედრა ვაზარით მოიგო, მათ შორის აპსარეზობას ტურნირის მასპინძელი პალჩიკი გამოთიშა და ფინალში, ნიდერლადების წარმომადგენელს სიმეონ კატარინას შეხვდა. მთელი ფინალური შეხვედრის მანძილზე ქართველის აქტიურობის მიუხედავად, გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.
ქალთა შორის, +78კგ-ში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა. ქართველი ჯუდოკა ქალი რომელიც, ტურნირიდან ტურნირამდე აშკარად პროგრესირებს, 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებულთან ფრანგ რომანა დიკოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადარეთო. აქ კი, მეორე ფრანგთან ლეა ფონტაინთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
საერთო ჯამში, იერუსალიმის მასტერზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვალში საქართველოს ნაკრებმა იაპონიისა და საფრანგეთის შემდეგ, მე-3, ხოლო კაცებს შორის, იაპონიის შემდეგ, მე-2 საფეხური დაიკავა.
ფოტო: @IJF / თამარ ყულუმბეგაშილი