დღეს სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წელი ორ განყოფილებად შეაჯამა. პირველ განყოფილებაში სეოკ-მა განვლილი წელი საანგარიშო სესიაზე შეაჯამა. გასული სპორტული სეზონი, ქართველ სპორტსმენთან შედეგები, სხვა საინტერესო პროექტები, რომლებიც სეოკ-ის თანამონაწილეობით ჩატარდა, სამზადისი მომავალი, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელზე თბილისში, მაჩაბელზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისსი განიწყვეტლივ მსჯელობენ, ფიქრობენ, გეგმავენ.
თუმცა, ალბათ, 2022 წელს, სეოკ-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პეკინის ოლიმპიური თამაშები იყო, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოციგურავეებმა. შესაბამისად, „პულმანში" გამართულ უკვე მეორე ნაწილში, სადაც წლის საუკეთესოები გამოავლინეს, უკვე მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, რომელიმე ნომინაციაში გაიმარჯვებდა კიდეც.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა დასახელდნენ. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია კი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია გახდა. პრიზები ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ჩაიბარა და დასმწრე საზოგადოებას, კიდევ უფრო მეტ წარმატებას დაპირდა. სხვათა შორის, წელს თბილისში, არენაზე სტანდარტებს მიახლოებული თანამედროვე სტანდარტების საციგურაო მოედანი გაიხსნა, სადაც 365 დღის მანძილზე, სპორტის ამ ლამაზი სახეობის წარმომადგენლებს ვარჯიში შეეძლებათ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი დაასახელე, რომელმაც 2022 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო და არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა.
2022 წლიდან, ახალი ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზიც დაწესდა - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის, რომლის პირველი მფლობელიც ლაშა ტალახაძე გახდა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღით ადრე, ტალახაძაემ, ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. თუმცა, ლაშამ ავადმყოფობის გამო, ამ ჯერზე პრიზი თავად ვერ ჩაიბარა.
ოლიმპიელთა დაჯილდოვებაზე სათამაშო სახეობის წარმომადგენლები ნომინანტთა შორისაც იშვიათად ხვდებიან, არათუ იმარჯვებენ. ამჯერად კი, სეოკ-მა და გამოკითხვაში მონაწილეებმა, გვერდი ვერ აუარეს ქართველ ფეხბურთელს, რომლის სახელიც, უკვე მთელმა ევროპამ გაიგო - ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა სპორტის სათამაშო სახეობებში. „კვარას" პრიზი, სფფ-ს გენმდივანმა დავით მუჯირმა ჩაიბარა. ხვიჩა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, იმ გუნდში თამაშობენ, რომლებსაც 2023 წელს, საქართველოში, უეფა-ს ევროპის ახალაზრდულ ჩემპიონატში მოუწევთ ასპარეზობა. შესაბამისად, მუჯირმა დამსწრე საზოგადოებას ჩვენი ნაკრების შანსებზეც მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, სხვა ნომინაციებში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა).
2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი" - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა)
2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი" - გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა).