ტატო 2022 წლის დასრულებამდე დუბლით ლიდერობს...
ტატო 2022 წლის დასრულებამდე დუბლით ლიდერობს...
21.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტატო გრიგალაშვილმა დღეს, 2022 წლის საერთაშორისო კალენდარი გამარჯვებით დახურა. ქართველმა ჯუდოკამ იერუსალიმის მასტერში -81კგ წონითი კატეგორია მოიგო. ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში, უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში უკვე, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს სძლია და ბადე მოიგო. ამის შემდეგ, აღნიშნულ წონაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ფრანგი ალფა ომერ დიალო ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა. აქ, გრიგალაშვილის მეტოქე, აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიღებული საიდ მოლაევი, „გოლდენ სქორში" იშვიათი ვაზარით დაამარცხა და წლის ბოლო ტურნირი მოიგო.

იერუსალიმის მასტერის მოგებამდე, ტატო გრიგალაშვილი დღეს, ქართველმა ოლიმპიერებმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. აქვე გეტყვით, რომ წელს, ტატომ წლის 6 მნიშვნელოვანი ტურნირი უმედლოდ არ დატოვა. გირგალაშილმა მოიგო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. მოიგო იერუსალიმის მასტერსი. ამას გარდა, ქართველს ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა პარიზისა და თბილისის გრან სლემებზე. ზაგრების გრან სლემზე კი, გრიგალაშვილის ნადავლი ბრინჯაოს მედალი იყო.


„ძალიან გახარებული ვარ, რადგან საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში დამასახელეს. ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაძლევს მოტივირებას, რომ უფრო მეტი შევძლო საქართველოსთვის და ქართველო ხალხისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, მწვრთნელებს, ვინც ამ გამოკითხვაში მონაწილეობდა", - იტყვის ტატო დღეს, იერუსალიმის ტურნირის მოეგბამდე ცოტა ხნით ადრე.


მოგეხსენებთ, საქართველოს ძიუდოისტების ნაკრები იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით არის წარსული. თუმცა, პირველი ორი დღის ასპარეზობის შემდეგ, ტატოს გარდა მედალთან ყველაზე ახლოს მხოლოდ, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი იყო. თუმცა, -60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ბრინჯაოს ფინალში საკმაოდ გამოცდილ, იუნგ ვეი ვანგთან წააგო.


გუშინ ასპარეზობას -66კგ-ში გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი. დღეს კი, ტატოს მხარი ვერ აუბეს და შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 1/8 ფინალში ბრაზილიელ კარგნინთან დამარცხდა.  ამავე წონაში, -73კგ-ში სტარტზევე, დამატებით დროში, ისრაელის წარმომადგენელ ლევინთან დამარცხდა გიორგი ტერაშვილიც.


არ გაუმართლა არც ქალთა შორის -57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთო ლიპარტელიანასც, რომელმაც იერუსალიმის მასტერსის პირველ დღეს წააგო, თუმცა, ქალი „ლიპო" დღეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა.


და ბოლოს, იერუსალიმში, ხვალ მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება. საწმუხაროდ, დღეს გახდა ცნობილი, რომ მცირე ტრავმის გამო, ასპარეზობას ვერ მოახერხებს ლაშა ბექაური. მის გარეშე, ხვალ მედლების მოპოვებას -90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე, -100კგ-ში, ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებენ. ბადეში წარმატების შემთხვევაში, 1/2 ფინალში გადასასვლელად, ლიპარტელიანს, ნოკოლოზ შერაზადიშვილთან მოუწევს შებრძოლება. ამ ჯერზე, საქარათველო +100 კგ-ში არ იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ქალთა შორის, +78კგ-ში იასპარეზებს სოფიო  სომხიშვილი, რომელიც, ტურნირიდან ტურნირამდე აშკარად პროგრესირებს.