პელე, დიეგო, მესი, რონალდუ თუ, უკვე მპაბე და მოდი ცოტა ვიოცნებოთ, კვარა... რატომაც არა...
პელე, დიეგო, მესი, რონალდუ თუ, უკვე მპაბე და მოდი ცოტა ვიოცნებოთ, კვარა... რატომაც არა...
19.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პელემ მუნდიალს ხმა საავადმყოფოდან მიაწვდინა. მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიულოცა: „დღეს ფეხბურთი, როგორც ყოველთვის თავისი მშვენიერი ისტორიის თხრობას განაგრძობს. მესიმ პირველი მსოფლიო მოიგო, რასაც მისი განვითარების ტრაექტორია იმსახურებდა. ჩემმა მეგობარმა მბაპემ, ფინალში ოთხი გოლი გაიტანა. რა საჩხუქარი იყო ამ სანახაობის ცქერა, რომელიც ჩვენი სპორტის მომავლისთვის ასე საჭიროა. მე არ შემიძლია, არ მივულოცო მარკოს შესანიშნავი კომპანია. სასიამოვნოა დაინახო, როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას, რა თქმა უდნა დიეგო ახლა იღიმის!" - წერს 82 წლის ლეგენდა ინსტაგრამ გვერდზე.




პელე, დიეგო, მესი, რონალდუ თუ, უკვე მპაბე და მოდი ცოტა ვიოცნებოთ, კვარა... რატომაც არა... ჩამონათვალი იზრდება, ყოველ შემთხვევაში ამ საუკუნეში ჯერ ყველაფერი დაიწყო...


კეპრთაყვანისმცემლობა არ მიყვარს და ამისდა მიუხედავად, 21-ე საუკუნეში მესის ფენომენს ყველა აღიარებს და მათ შორის მეც. მიუხედავად ამისა, არაპოპულარულ  მოსაზრებას დავაფიქსირებ და ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში ნანახით, მესი, ჩემთვის ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე ის, კატარში იყო წარმოდგენილი. ფაქტია, რომ „უცხოპლანეტელს" მეორე მუნდიალია გუნდი არ უწყობს ხელს. ფეხბურთი კი, გუნდური თამაშია და ლეოს მთელი მონდომებაც, სწორედ, ამის გამო ჩემი გადმოსახედიდან, ოდნავ ნირდაკარგული იყო. შესაძლოა ზედმეტად კრიტიკული ვარ და ბევრმა ისიც თქვს, ვინ ეს და სად მესიო. თუმცა, აქ, ისევ და ისევ, ჩემი პირადი და ბევრისთვის არაპოპულარული ვერსიით, მესის, პარტნიორებად კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები მოევლინენ და უნიკალური კოლექციის შევსებაში ხელი წაჰკრეს. VAR-ით, თუ მის გარეშე, ლეოს ჰპატიოდნენ (ან პირიქით, მესის სახელის გამო „ეკიდებონდნე) იმას, რასაც სხვა ნებისმიერს, მინიმუმ ყვითელი ბარათი უჯდებოდა. მესის სახელის წინაშე ქედს იხრიდა ყველა და ამ გადმოსახედიდან, უნდოდა თუ არა და პლანეტის უმეტესობა თანხმდებოდა, მესი სანაკრებო ფეხბურთიდან ტიტულის გარეშე არ უნდა წასულიყო.




შედეგად, საფეხბურთო სამყარო, რომელის სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით ყველაზე გამჭირვალე და ჰუმანურია, კატარში, მესის გარშემო დატრიალდა. თუმცა, ეს დამოკიდებულება, თუ არ ჩათვლით ფრანგების გაცოცხლებას ფინალში, მეორე გოლის შემდეგ, რაც ალბათ, ისევ და ისევ პოლონელმა მსაჯმა, შიმონ მარცინიაკმა ჩაახშო (ორ მომენტში, არგენტინა დაჯარიმდა, თუმცა, ბურთით ფრანგები იყვნენ და თანაც მწვავე შეტევას იწყებდნენ), არ ეხება დასკვნით თამაშს, რომელიც არც ინტრიგას იყო მოკლებული, გახსნილიც იყო, უხვგოლიანიც და საკმაოდ მაგარი! დრამა, ფინალურ სასტვენამდე არა, ბოლო 11-მეტრიანამდე.


ალბათ, კიდევ ერთ არაპოლულარულ მოსაზრებას ვიტყვი, მაგრამ ისევ და ისევ, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, კატარული მუნდიალის ბოლო დღეს, შეიხებს, რომლებიც მესის სპექტაკლს ელოდნენ, ბლოკბასტერის პირველი სეზონი, 23 წლის მბაპემ შესთავაზა, რომელსაც დღეს დეშამის გუნდმა ისევე ვერ აუბა ფეხი, როგორც მესის არ უბამდნენ ფეხს არგენტინელები წინა მუნდიალებზე. ახალგაზრდა ფრანგმა, მიიწერა პირველი ჰეთ-თრიკი და შევიდა ისტორიაში, როგორც ბომბარდირი. მისმა გუნდმა კი, ამ დღეს, ჩაგდებული პირველი ტაიმის გამო, ტიტული ვერ დაიცვა. ფრანგებს, არც „აჭარა ტექსტილში" შეკერილმა სათამაშო ფორმამ უშველა, რადგან ჩვენში (საქართველო მყავს მხედველობაში) უფრო მეტი, მაინც არგენტიის მოგებაზე ლოცულობდა (ღიად თუ, პასიურად) და ალბათ, „ლუსაილ სტადიუმზეც" ეს გლობალური აურა უფრეო ტრიალებდა.




ჰოდა, ეს ხუმრობანარევი და წლების მერე, რომ „გამოვა გარეთ", თან უფრო მეტაც დეტალიზებული და ხმაურიანი ამბები იქით იყოს და აქ, მსოფლიო ჩემპიონატის შემაჯამებელი შეფასებების გაკეთება ისევ, ჩემს კოლეგებს ვთხოვე და მათ შორის ჩემგან, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებიც გავიზიარე. მიუხედავად (ასეთი მოსაზრების გამო, ერთ-ერთმა ქართველმა მოქმედმა ფეხბურთელმა, საფეხბურთო მატჩებზე არ მისვლაც კი მირჩია)  აზრთა მრავალფეროვნებისა, ვიდრე სათხილამურო ტრასებზე გავეშურებით, შევეცდები ამ სტატიით შევაჯამო „ზამთრის მუნდიალი".



გიორგი ფულარიანი (რადიო ენერჯი): საოცარი მუნდიალი. ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა. ყველაფერი ვნახეთ, რაც სპორტში ყველაზე დიდ და მასშტაბურ მოვლენას უხდება: დაძაბულობა, მოულოდნელობები, სიურპრიზები, ნახატები და ამ ყველაფრის გრიგვინი იყო ლეო მესის ნანატრი მსოფლიო თასი.  სასწაული ფინალი იყო, თავისი დრამატიზმით და ცვალებადი ემოციებითა თუ ცრემლებით. მესი ერთი და ასევე აუცილებელია, არ დაგვავიწყდეს არანორმალური კილიან მბაპე და შეურაცხადი ემილიანო მარტინესი, რომელმაც ბოლო წამზე უმაგრესი ბურთი აუღო რანდალ კოლო-მუანის და მერე პენალტების სერიაშიც იყოჩაღა.


და მაინც ვინ იყვნენ ჩემი აზრით საუკეთესოები: მეკარე: ემილიანო მარტინესი, იასირ ბონო, უგო ლორისი და დომინიკ ლივაკოვიჩი - ვფიქრობდი და მაინც ეს 4 მეკარე გამოვყავი. მცველი: მე პირადად ყველაზე მეტად იოშკო გვარდიოლის თამაშით ვისიამოვნე. ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი, ლეო მესი და სოფიან ამრაბატი. თავდამსხმელ/ბომბარდირი: კილიან მბაპე.  საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ენცო ფერნანდესი დასახელდა - სრულიად დამსახურებულად.


აქვე, ჩემპიონატის სამ საუკეთესო გოლსაც დავასახელებდი, სადაც რიშარლისონის გოლი სერბეთთან ვერც ერთმა გადაჩრდილა. შემდეგ, ერნანდესის გოლი მაროკოსთან და მბაპესი არგენტინასთან (მეორე გოლი).




ანი კიკნაძე (ტელე ობიექტივი):  ჩემპიონატის დაწყევბამდე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა უარესი ჩემპიონატი, ვიდრე 2002 წელს, კორეა-იაპონიაში. ასეც გამოვიდა, უბრალოდ ბევრად უფრო დახვეწილი ტექნოლოგიებით, ვიდრე ეს 2002-ში იყო. კარგად შეიფუთა, ის რაც ფეხბურთს სინამდვილეში ანადგურებს. ვცდილობ ემოციების გარეშე შევაფასო განვლილი მუნდიალი, მაგრამ შეუძლებელია არ აღელდე გულშემატკივარი, ან ჟურნალისტი, როდესაც ძლაიან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა, არამხოლოდ ფინალურ მატჩთან, არამედ, მთელი თვის განმავლობაში.


ჩემი საყვარელი საქმე არაა შეთქმულებების თეორიებში გახლართვა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს სუფთად არ ჩაუვლია. ფინალის ირგვლივ ბევრი ბუნდოვანებაც კმარა, და არარაფერს ვამბობ იმ სკანდალებზე, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. ყატარული ფულის აჩრდილი თვით ევროპარლამენტს მისწვდა ხომ?


ფინალის პირველი ერთი საათი ძალიან გავდა ჩემთვის ფილმს "MEAN MACHINE". არც დამწყები გულშემატკივარი ვარ და არც გულშემატკივარი, რომელიც ერთი ფეხბურთელის გამო უყურებს მატჩს, ამიტომ არის ნიუანსები, რომელიც არ გამომეპარება. ვიღაცისთვის ფეხბურთი სანახაობაა, ვირაცისთვის, ეს ცხოვრების ნაწილია. ვისთვისაც ნამდვილი ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, იმისთვის ასეთი მსოფლიო ჩემპიონატი იმედგაცრუებაა. სენსაციები ხდება ყველგან და ყოველთვის, საქართველოშიც კი, მაგრამ ყატარში სცენარის ავტორებს მეტისმეტი მოუვიდათ. ბევრი რამ იყო სადაო. მაღალი ტექნოლოგიებიც კი. უინტერესო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ჩენ ვსაუბრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაზე მაღალ განზომილებაზე ფეხბურთში და არა სპექტაკლზე, სადაც მხოლოდ კრიტერიუმი, რომ რაღაც საინტერესო იყო, შესაძლოა აკმაყოფილებდეს პუბლიკას.


ვინც არაზედაპირულად და სიღრმისეულად ჩაუკვირდება ყველაფერს, არ გაუჭირდება ფაზლის აწყობა, სადაც აბა თუ გამოიცნობთ რა წერია...





დავით ერაძე (მთავარი): მსოფლიო ჩემპიონატი, შედგა, განსაკუთრებით მისი ფინალური ნაწილის გათვალისწინებით, მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და განსაკუთრებით ფინალი ნამდვილად სანახაობრივი და დასამახსოვრებელი გამოდგა. ფინალში ცხადია ორი ყველაზე ღირსეული და საფინალო ნაკრები გავიდა და შესაბამისი სანახაობა დადგა, მბაპე, რომელმაც 1966 წლის ჰერტსის ჰეთრიკი გაიმეორა, წარმოიდგინეთ 1966 წლიდან სამი ბურთის გატანა ფინალში ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა და ვიცით რა შთამბეჭდავი ჩამონათვალია. მეორე ფაქტორი კი მესი, რომლის კარიერაც ამ ტიტულის გარეშე დასასრულებლად, ნამდვილად არ მემეტებოდა, თანაც დუბლი და ლომის წილი არგენტინის არა მხოლოდ გამარჯვებაში, არამედ ფინალამდე მოსვლაშიც.


იმედგაცრუება? რონალდუ, უფრო სწორედ კი, მისდამი პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება. ამ კალიბრის ვარსკვლავი და ფეხბურთელი სკამზე არ ჯდება, ის ან არ მიგყავს და მთლიანად მწვრთნელი იღებს მომხდარზე პასუხისმნგებლობას ან მიგყავს და უპირობოდ ენდობი, თუ როგორ ეს არგენტინამ დაამტკიცა.


და ჩემი მთავარი იმედგაცრუება, გერმანია, გუნდი რომელიც ძალიან არა გერმანულად შეეცადა ჯგუფური ეტაპის გადალახვას, ძალების დაძლევით შეეცადა, თანამედროვე ფეხბურთმა კი, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 100% დახარჯვის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესნაკრებს გრანდებში ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავდა, მისი ნახევარდაცვის პოტენციალი, მუსიალა-სანეს ფაქტორი გაცილებით მეტს იმსახურებდა. 


მსოფლიო ჩემპიონატზე  ახალი სუპერტალანტები არ გამოჩენილან, სასიამოვნო იყო ხორვატია და უბერებელი მოდრიჩი და აფრიკული ფეხბურთის ნამუსის გადამრჩენელი მაროკოს ხილვა, რომელმაც მუნდიალს საკმაოდ ბევრი შემატა.




გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): მთლიანობაში კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოვიდა, ბოლო წლებში უდავოდ საუკეთესო, უკეთესი ვიდრე, 2010, 2014 და 2018 წლებში იყო.


გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ კარგ მუნდიალს არ ველოდი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიდი თამაში (გრანდების შეხვედრა) არ გვინახავს, თავისი ხიბლი და კვალი მაინც დატოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი ფინალი გამოდგა, მარტო ამ ფინალის გამო იმსახურებს დადებით შეფასებას. როგორც კონკრეტულად ფინალი, ნამდვილად საუკეთესო ფინალი იყო, რაც მინახავს. ჩემპიონთა ლიგაც რომ დავუმატო, ალბათ, მხოლოდ მილანი-ლივერპულის 2005 წლის მატჩს დავაყენებდი უფრო წინ.


ამ მუნდიალზე არ გვინახავს და არ ყოფილა საფეხბურთო ნოვაციები, თუმცა, ერთი რამ საბოლოოდ დადასტურდა: ლიონელ მესი ნამდვილად არის ბოლო 30 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და სავარაუდოდ, დიეგო მარადონას, როგორც მინიმუმ გაუტოლდა, ხოლო მესის მემკვიდრე კილიან მბაპეა. წარმოუდგენელი მოთამაშეა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ღრმა და დიდ კვალს დატოვებს. კარგი ფინიში იყო მესის და არგენტინის ჩემპიონობაც. არგენტინელი ხალხის ზეიმისა და მათი ემოციების გამო ნამდვილად სასიამოვნო იყო არგენტინის ჩემპიონობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაკრების გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ.


სასიამოვნოდ გამაოცეს მაროკოსა და იაპონიის ნაკრებებმა. ორივე გუნდმა ძალიან ორგანიზებული და მწყობრი თამაში გვაჩვენა შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხოლო ტურნირის მთავარ იმედგაცრუებად ესპანეთის ნაკრებს მივიჩნევ, რადგან მეგონა, რომ ამ გუნდს უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდა.


მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებით დამაკლდა ორი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია და ფედერიკო კიეზა. ვფიქრობ, მათი სტილის მოთამაშე, ინდივიდუალისტი, ლამაზი სტილი, სისხარტე და არასტანდარტული მოქმედებების უნარი ამ მუნდიალს ნამდვილად დააკლდა და იმედი მაქვს, რომ ორივეს მომდევნო მუნდიალზე ვიხილავ, მანამდე კი ევრო 2024-ზეც...


აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არ მომეწონა მატჩებზე ძალიან ბევრი და უჩვეულო დროის დამატება. კი მართალია, ასე ფეხბურთის ყურების სიამოვნება გახანგრძლივდა და ბევრ თამაშში გოლი სწორედ ამ კომპენსირებულ წუთებზე გავიდა, მაგრამ მაინც ცოტა არ იყოს ზედმეტი მგონია, როდესაც ტაიმს 10-15 წუთი ემატება. უნდა აღვნიშნო, რომ ლოიალური მსაჯობა იყო, ბევრი შეცდომებიც, მაგრამ განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების შეცდომები სიახლე ნამდვილად არ ყოფილა.


საბოლოო ჯამში, მუნდიალი მაინც შედგა და ერთი თვე საფეხბურთო ზეიმი იყო, ვისთვის უფრო უკეთესი, ვისთვის ნაკლებად, მაგრამ რაც მთავარია იყო. ახლა კი არანაკლებ ევროპის ჩემპიონატსაც ველოდები.




სოფო ერქვანია (ტელე იმედი): რეკორდული რაოდენობის გატანილი გოლები, დასამახსოვრებელი თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეუფერებელი დრო, მოულოდნელი შედეგები და ბევრი ცრემლი - უფრო მეტი სიხარულის. ეს იყო ჩემთვის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე რევიუ.


კატარის მუნდიალს დასაწყისში სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა ჩემპიონატი დასრულდა და ახლა სრულიად სხვა წარმოდგენა მაქვს. ცალკე საკითხია რის ხარჯზე მოახერხა ქვეყანამ ამ შედეგის მიღწევა, თუმცა, აშკარა ფაქტია, რომ წინამორბედთ არაფრით ჩამოუვარდებოდა.


პირველი გაოცება მასპინძლისა და უკვე ჩემპიონი გუნდების დაპირისპირებამ გამოიწვია, რამაც არაორდინალურობის და მომავალში მრავალი სიგიჟის შთაბეჭდილება დატოვა. ასეც მოხდა.


ვიხილეთ მუნდიალის ჯგუფში ჩარჩენილი გერმანია, ატირებული კრიშტიანუ რონალდუ, ლუის სუარესი... მამაცი ხორვატები, რომლებმაც აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოზე მოახერხეს საუკეთესო სამეულში შესვლა. მაროკოს გასაოცარი შედეგი, რომელიც პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.


არაერთი დაუვიწყარი გოლისა და სეივის ფონზე, გამოსარჩევია რიშარლისონის გოლები - განსაკუთრებით მაკრატელა დარტყმით გატანილი. ნეიმარის გოლი ხორვატიასთან, რომელმაც ნახევარფინალში გასვლის იმედიც გააჩინა, თუმცა ეს იმედი ხორვატიამ საბოლოოდ ჯერ დამატებით დროში გათანაბრებით, მერე კი პენალტების სერიაში გამარჯვებით გააქრო. ბრაზილიმ მუნდიალი საცეკვაო განწყობით დაიწყო და ცრემლებით დაასრულა.




ყველაფრის კულმინაცია ფინალურო შეხვედრა იყო, რომელმიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დაწინაურდა და ამ მატჩზე კიდევ დიდი ხანი ილაპარაკებენ. საოცარი ქამბექი და კადრი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა - ლიონელ მესი მუნდიალის თასით ხელში.


რაც მთავარია, უნდა გამოვყო კილიან მბაპე - ეს ფეხბურთელი მომდევნო რამდენიმე მუნდიალზე არაერთხელ გაგვაოცებს. ბევრი რეკორდი უკვე 23 წლის ასაკში მოხსნა და ბევრ რეკორდსაც მომავალში მოხსნით ემუქრება. რამდენიმე სიტყვით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი იყო „ლიონელ მესის შემოდგომა და კილიამ მბაპეს გაზაფხული".


დაველოდოთ რა იქნება მომავალში. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს შემთხვევაში 2026 წლის მსოფლიოზე არა იტალიას და ბრაზილიას, არამედ საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივრებ.




***

და ბოლოს, მთელი მინუს-პლიუსების,  დადებითი და უარყოფითი მხარეების, იმედგაცრუებებისა თუ, გამართლებული მოლოდინების ფონზე, მითუმეტეს, განსაკუთრებითაც, რომ ბევრს, ვისგანაც ველოდით კატარში არ გაუბრწყინია, თუ არ ჩავთვლით კილიან მბაპეს, ნორვეგილე ერლინგ ჰაალანდს და ინგლისელ მაუნთს (ამ ბიჭთან დაკავშირებით, 2017 წლის საქართველოში ჩატარებული 19-წლამდეთა ევროს შემდეგ მაქვს მოლოდინი), ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატზე ლა იიბის მოსასხამი ჩაიცვა მან, ვინც, მთელი წლების მანძილზე, მთელი როგი მუნდიალებისას, ყველა სხვა უკვე არსებული ტიტულის მიუხედავად, ყველაზე მეტად, ყველაზე ალალად, მთელი სულით და გულით (ამ სურვლის გამო, პირადად მე, პირველად დავინახე ის აგრესიული და სწორედ იმიტომ, რომ ის იყო და პერსონის გამო ჰქონდა თმენის ვალდებულება - ქცევა შეუფერებლად ჩავთვალე) ოცნებობდა მსოფლიო თასზე. გამომდინარე სწორედ აქედან, ალბათ, ზოგჯერ, მთელ რიგი უსამართლობის და გავლენების ქვეშ მომწყვდეული ორგანიზატორების „შეცდომებზეც" მოსულა თვალის დახუჭვა, რადგან ერთხელ ერთ რომელიმე განსაკუთრებულს, რომელმაც უბრალო ბიჭობიდან უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ეკუთვნის „დუ შაში" გაუგორო.




და ბოლოს, რაც შეეხება „ლა იიბის" მოსასხამს, განსხვავებით სოცქსელში, განსაკუთრებით ქართულში ატეხილი ღლიცინისა, ვთვლი, რომ ორგანიზატორების მხრიდან, საკმაოდ ორგინალური მიგნება იყო  და ბოლოს, იტალიაში ჩატარებული მსოფლიოს შემდეგ, აქაც გამოვტყდები და ჰიმნი, ყველაზე მეტად მომეწონა.






სტატიაში გამოყენებულია @FIFA-ს ფოტოები