საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახალ, 2023 წელს ორი ახალი პროექტით ხვდება. ამის შესახებ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალურად სოცქსელის დახმარებით გაავრცელა ინფორმაცია.
„პირველი სიახლე ეხება ეროვნულ ნაკრებს და ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, რომელიც გარკვეული სარეიტინგო ქულებით მსოფლიოს პირველ ათეულშია, თითოეულ წინით კატეგორიაში. დღემდე, სახელფასო სისტემა იყო მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში, ასევე, ევროპის, მსოფლიოსა და ოფიციალურ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისთვის. ახალი პროგრამით კი, ამას ვამატებთ სარეიტინგო სისტემიდან გამომდინარე სახელფასო ანაზღაურებას", - ამბობს დავით ქევხიშვილი.
ახალი სისტემის შემოღებით, ძიუდოს ფედერაციაში თვლიან, რომ სპორტსმენთა ამ სახით სტიმულირება მათ შედეგიანობაზე აისახება. ძიუდოისტი, რომელიც შეძლებს და მოხვდება შესაბამისი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ათეულში, ფედერაციის წარდგინებით მიიღებს ყოველთვიურ სახელფასო ანაზაურებას. ამასტან ფედერაცია განმარტავს, რომ ძიუდოისტს ანაზღაურება მიეცემა მის მიერ კონკრეტული კალენდარული თვის განმავლობაში ყველაზე უფრო მაღალი სარეიტინგო პოზიციის დაფიქსირების შესაბამისად. აქვე გეტყით, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით რეიტინგის პირველი ნომერი 2000 ლარს მიიღებს, მე-2 პოზიცი - 1700 ლარი, მე -3 პოზიცია 1400 ლარს, მე-4 1100-ს, მე-5 800 ლარს; რაც შეეხება მე-6 პოზიციიდან მე-10 პოზიციის ჩათვლით, მათთვის გასაცემი ხელფასი 500 ლარით განისაზღვრა.
„მეორე პროექტი უფრო ფუნდამენტურია. ეს არის დეცენტრალიზაციის შემდეგი ეტაპი. კერძოდ, ეს არის ფინალური აკორდი იმ პროექტისა, რომლის შესახებაც ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ განვაცხადეთ. წელიწადნახევარია მაქსიმალურად ხდებოდა ცოდნის დონის ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება პროექტის „მომავლის ძიუდოს" ფარგლებში. ვეცადეთ, ყველა მწვრთნელი, მაქსიმალურად ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. ასევე მოგეხსენებათ, რომ საერთაშორიოს აკადემიასთან ერთად, დაახლოებით 130 სერთიფიცირებული მწვრთნელი გვყავს. ახალი წლიდან, ახალი საგამოცდო სისტემა ჭაბუკ ძიუდოისტებში და პირადი მწვრთნელებისთვის სანაკრებო დონეზე, უფლებამოსილების განაწილებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ქევხიშვილი.
ფედერაციაში სამწუხარო ფაქტად მიაჩნიათ, რომ , სერთიფიცირებული მწვრთნელების ნაწილმა, თეორიული ცოდნის მიღმა, მისი გაღრმავება პრაქტიკაში ვერ მოახერხა. ახალი პროგრამით ჭაბუკებში და ასაკობრივ მწვრთნელებში ცოდნის დონის ამაღლების პარალელურად, პირადი მწვრთნელები უშუალოდ იქნებიან სანაკრებო სამწვრთნელო თუ საშეჯიბრო პროცესებში ჩართულები. წარჩინებული ძუდოისტების მწვრთნელები ყოველწლიურად, ისევ და ისევ შეგირდის მიღწევებიდან გამომდინარე მიიღებენ, ფინანსურ ანაზღაურებას.