„გაგრამ" დღეს, „სპაერის" სტადიონზე პენალტების სერიაში მოიგო და 2023 წლის სეზონში „ელიგაში" ადგილი შეინარჩუნა. 2022 წლის სეზონის ბოლო შეხვედრაში, რომელიც დღეს, „სპაერის" სტადიონზე გაიმართა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ „გაგრა" ფლეი-აუთის პირველ შეხვედრაში მოპოვებულ ორბურთიან სხვაობას გაანიავებდა. თუმცა, „სპაერი" მშობლიურ სტადიონზე ყოველთვის გამოირჩება მობილიზებული თამაშით და შესაბამისად, არც დღევანდელი თამაში ყოფილა გამონაკლისი". მასპინძლებმა, შევხედრის ძირითად დროში მოახერხეს, ორი ბურთის გატანა და შეხვედრის დამატებით დროში გადატანა. დამატებით დროში კი, გუნდებმა გოლები გაცვალეს. თანაბრად დაუშვეს შეცდომები 11-მეტრიანების სერიაშიც და საბოლოოდ, მატჩის და ელიგის ბოლო საგზურის ბედიც, პირველმა გაფუშებულმა პენალტმა გადაწყვიტა.
„გაგრას" მსგავსად, ელიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა ბოლნისის „სიონმა", რომელმაც, ორივე ფლეი-აუთის შეხვედრა დათმო „სამტრედიასთან". თავდაპირველად გასვლაზე 1-0 და შემდეგ უკვე, ბოლნისში, თამაზ სტეფანიაზე, 2-0. შესაბამისად, მათი ადგილი ძლიერთად შორის სწორედ, „სამტრედიამ" დაიკავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლიგა 2 მოიგო და შესაბამისად, ელიგის ბოლო ადგილოსან „ლოკომოტივის", ძლიერთა შორის ადგილი გაუცვალა ქობულეთის „შუქურამ".
***
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ 2023 წლის სეზონზე, ლიგა 2-ში იასპარეზებდნენ „დინამო თბილისი 2" და ფოთის „კოლხეთი 1913". ამ ორმა გუნდმა, 2022 წლის სეზონზე ლიგა 3-ში ყველა სხვა გუნდზე უკეთ იასპარეზეს. „დინამო თბილისი 2"-მა 71 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ისე ავიდა ერთი ლიგით ზევით. „კოლხეთმა" კი, ამის უფლება მეორე ადგილზე გასვლით მოიპოვა.
ფლეი-ოფების შემდეგ, გაირკვა, რომ ლიგა 2-ში, ლიგა 3-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ხობის „კოლხეთი" ითამაშებს. ხობელებმა, ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით 1-0 დაამარცხეს „რუსთავი" და ლიგით დაწინაურდნენ.
ლიგა 2-ში შეინარჩუნა ადგილი „ვიტ ჯორჯიამ", რომელმაც „არაგვთან" ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, ერთი თამაში ფრედ, 0-0 ითამაშა, ხოლო, საპასუხოში სტუმრად 0-1 მოიგო.
***
ერთ დროს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „ზესტაფონი" და საჩხერის „ჩიხურა" კი, 2023 წლის სეზონზე, აღარც ლიგა 3-ში იასპარეზებენ. ერთ დროს თვითმყოფადი და სახასიათო გუნდებმა, დასრულებულ ჩემპიონატში, ლიგა 3-ში ბოლოსწინა და ბოლო ადგილები დაიკავეს და „მეშახტესტან" ერთად ლიგით დაქვეითდნენ. ისინი, 2023 წელს ლიგა 4-ში იასპარეზებენ.
ლიგა 3-ში კი, მათი ადგილი თბილისის „ლოკომოტივი 2"-მა, „შტურმმა" და „მაჭახელამ" დაიკავეს.
***
და ბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი „დინამო თბილისი" გახდა. ქართული ფარის მფლობელი დინამოელემა, სეზონი 80 ქულით დაასრულეს და მე-19-ედ მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატი. „დინამო თბილისს", რომელსაც ქართულ გუნდებში ერთადერთს, აქვს ვარსკვლავი (10 ჩემპიონობა = 1 ვარსვლავს), ახლა მეორე ვარსკვლავამდე, ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ამასთან მომავალ სეზონზე, თბილისური „დინამო" საქართველოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე წარმოადგენს.
თბილისელთა გარდა, უეფა-ს ევროტურნირებზე, კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ ბათუმის „დინამო" და გორის „დილა". ევროტურნირების მეოთხე საგზურის მფლობელი, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2022 წლის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოც" ასევე კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
ახალი ევროტურნირებისთვის, თბილისის დინამოელები და ტორპედოელები უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის რეაბილიტირებულ სტადიონებზე ითამაშებენ.
2022 წელს სფფ-ს მიმდინარე თვის ბოლოს, კიდევ ერთხე და საბოლოდ შეაჯამებს. 2023 წლის სეზონი კი, მომავალ წელს თებერვლის ბოლოს დაიწყება.
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს, ირაკლი ინასარიძის და გიორგი ჯიქიას ფოტოები