აგრესიული სტარტი და დარტყმების ხარიხსი - სტანოიევიჩის საშინაო დავალება
აგრესიული სტარტი და დარტყმების ხარიხსი - სტანოიევიჩის საშინაო დავალება
13.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„პირველი პერიოდი ძალიან ცუდად დავიწყეთ. ჩვენ შევეცადეთ აგრესიული სტარტი გვგქონოდა, მაგრამ ჩვენი მოთამაშეები მზად არ აღმოჩნდნენ ამ სტილით ეთამაშათ. შემდეგ, მესამე პერიოდის და განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში კი ვაჩვენეთ კარგი თამაში, მაგრამ აქ გამოჩნდა ჩვენი პრობლემები კარში დარტყმების კუთხით და დარტყმების ხარისხში. დღეს კი, ამას მნიშვნელობა ჰქონდა", - იტყვის დეიან სტანოიევიჩი „დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა კვლავ წააგო.

დღეს, წყალბურში, „დინამო თბილისმა", წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონზე მესამე ტურის შეხვედრა გამართა. ამჯერად, დეიან სტანოევიჩის გუნდის მეტოქე ბერძნული „ვულიაგმენი" იყო. ქართველთა სერბი მწვრთნელის გეგმები, საწყისი წუთებიდან აგრესიულად გვეთამაშა, იმავე, ბალკანური სკოლის წარმომადგენელმა, ბერძენთა სერბმა მთავარმა მწვრთნელმა უკეთესად გამიყენა და მასპინძლებმა პირველი გოლი, მატჩის დაწყებიდან 30 წამში გაგვიტანეს. 4 წუთის შემდეგ კი, უკვე 4 ბურთით იგებდნენ.


მიმდინარე სეზონში, ამ ორი გუნდის უკვე ჩატარებულ თამაშებს თუ გადავხედავთ, ბერძნები, ფრედ ნათამაშები ერთი მატჩის გამო, „დინამო თბილისზე" უკეთეს პოზიციაზე იყვნენ. „ვულიაგმენმა" დღემდე, გამართული ორიდან ერთი თამაში  „ბარსელონეტასთან" 7-11 წააგო, მეორეში,  „რადნიჩკისთან" კი, ფრედ 9-9 ითამაშა. აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამოს" პირველი ორი ტურის მატჩი, ჯგუფის უძლიერეს გუნდებთან მოუწია და ორივეში დამარცხდა „ბარსელონეტ ასთან" 8-14 დდა „ოლიმპიაკოსთან" 9:21.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა, შეხვედრა ოპტიმალური შემადგელობით (ჯაპიაში, კირიაკიდი, ახვლედიანი, ძიხწიარენკო, ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (კაპიტანი), მაგრაქველიძე, მესხი, პიეშივაცი, გვეტაძე) ითამაშეს, საწყისი პერიოდიდან ჩანდა, რომ ბერძნებმა გათვლა, სწორედ, ამ პირველ ორ პერიოდზე გააკეთეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.  სწორედ, პირველ პერიოდში და შემდეგ, მომდევნოში „ვულიაგმენმა" 8 ბურთი დააგროვა, მაშინ როცა „დინამომ" მხოლოდ 3 გაიტანა. ამას გარდა, ჩვენებმა, რამდენჯერმე უწყინარ სიტუაციაში დაკარგეს ბურთი და რამდენიმე „გასატანიც" ვერ გიტანეს. მეორე პერიოდში, ქართველეთა გუნდმა კი მოუმტა თამაშს, მაგრამ ბერძნება საწყის ტაიმში მოპოვებული უპირატესობა, კარგად გააკონტროლეს.  შეხვედრა 12-7 (6 - 2 / 3 - 1 / 1 - 1 / 2 - 3) დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ, თუმცა, საერთო ჯამში, მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან და მატჩის შემდგომი სწორი ანალიზიდან გამომდინარე, თბილისში, დინამოელებს რევანშის აღება არ უნდა გაუჭირდეთ.


„დინამოს" რიგებიდან დღეს გოლები გაიტანეს იოვან სარიჩმა  (2), ბესარიონ ახლედიანმა (2), სტეფან პიეშივაცმა (2) და არტიომ ძიხწიარენკომ.


მომდევნო  და 2022 წელს ბოლო შეხვედრას, „დინამო თბილისი" კვლავ სტუმრად, სპლიტში, „იადრანის" წინააღმდეგ 20 დეკემბერს გამართავს. სტუმრად სერბეთში, 10 იანვარს ითამაშებს, 2023 წლის პირველ შეხვედრას „რადნიჩკის" წინააღმდე. პირველ საშინაო მატჩს კი, „დინამო თბილისი", ოლიმპიკზე 24 იანვარს გამართავს და ჰანოვერის „ვასპო 98"-ს დაუპირისპირდება.