17-წლამდე გოგონათა ნაკრები სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა
07.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, უეფა-ში 17-წლამდე გოგონათა მეორე ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა A  და B ლიგებისთვის. ამჯერად, წილისყრაში მონაწილეობა, 2022 წლის ფინალის მონაწილემ და Respect Fair Play-ს პრიზის მფლობელმა, ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების კაიტანმა ნინა ბრნიჩმა მიიღო.

ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგაში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი, მე-3 ჯგუფში, შოტლანდიისა და ისრაელის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჯგუფებში გამარჯვებულები და ლიგებს შორის ადგილმონაცვლეები, 2023 წლის მარტის ბოლომდე უნდა გამოვლინდნენ.


A ლიგაში, სადაც 28 გუნდი მონაწილეობს, 7 ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებსაც მიუხედავად ჯგუფში ნაჩვენები შედეგისა, ესტონეთის 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, როგორც, ევროპის 2022-2023 წლების სეზონის მასპინძელი დაემატება. ფინალი, 2023 წლის 14-26 მაისის პერიოდში, ესტონეთში გაიმართება.




ამ ასაკობრივ კატეგორიშიც, ისევე, როგორც 19-წლამდებში, ორივე ლიგაში გამოვლიდებიან გამარჯვებულები (გადავლენ მიმდინარე სეზონის ფინალურ ეტაპზე) და A ლიგიდან დაქვეითებული გუნდები, რომლებიც 2023 წლის შემოდგომაზე, ახალი 2023-2024 წლების 17-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატისთვის ასპარეზობას B ლიგაში, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ.


აქაც, 19-წლამდეთა ასაკობრივი კატეგორიის მსგავსად, ჯერ-ჯერობით, 2023 წელს დაგეგმილი ჯგუფური ეტაპის მინი-ტურნირების მასპინძელი ქვეყნების ვინაობა ცნობილი არაა.



ფოტო: @UEFA