საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები, უეფა-ს ევროპის 2022-2023 წლების ჩემპიონატში B ლიგაში ასპარეზობს. დღეს, უეფაში, აღნიშნული ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისა და „Respect Fair Play"-ის ჯილდოს მფლობელის, ინგლისის ნაკრების კაპიტნის ლუსი უოტსონის მონაწილეობოთ, A და B ლიგების წილისყრა გაიმართა.
თავდაპირველად, B ლიგის შესახებ, სადაც საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელის, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საერთო ჯამში ამ ლიგაში 24 გუნდი 7 ჯგუფად გადანაწილდა. წილისყრის შედეგად, სამი ოთხ და ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი შედგა. ჩვენები, როგორც ხედავთ, ოთხგუნდიან, 1 ჯგუფში მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ B ლიგაში, ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც, შემოდგომაზე, A ლიგიდან დაქვეითდნენ. 2023 წლის გაზაფხულზე, ამ ლიგაში, ჯგუფების გამარჯვებულები კი, 2023-2024 წლების სეზონისთვის, A ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდებიან.
მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშები A და B ლიგებში, 2023 წლის 3-11 აპრილის პერიოდში გაიმართება. A ლიგის 7 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, ბელგიის ქალთა 19-წლამდე ნაკრებს, უკვე ფინალურ ეტაპზე შეუერთდება. ფინალური ეტაპი 2023 წლის 18-39 ივლისს არის დაგეგმილი.
წილისყრისთვის, გუნდები კალათებში, 2022 წლის შემოდგომაზე, პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით გადანაწილდნენ. A ლიგაში 28 გუნდი მოხვდა. მათ შორის ის შვიდი გუნდი, რომებმაც მეორე ჯგუფური ეტაპისთვის, B ლიგიდან დაწინაურება მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩეპიონატის ფინალურ ეტაპს ბელგია მასპინძლობს, ის, ჯგუფური ეტაპის თამაშებში მაინც მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, თუკი ბელგია გახდება ჯგუფის გამარჯვებული, ფინალური ეტაპის მე-8 გუნდი, ბელგიის ჯგუფის მეორე ადგილოსანი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის თამაშებს, რომლებიც მინი-ტურნირების სახით გაიმართება, წილისყრის შედეგად დაკომპლექტებული ჯგუფებიდან, ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა უმასპინძლებს. თუ, რომელი ქვეყნებია, უეფა ჯერ არ აკონკრეტებს.
აპრილშივე გაირკვევა, თუ რომელი ნაკრებები შეინარჩუნებენ ადგილს A ლიგაში და რომელ გუნდებს მოუწევთ B ლიგაში დაქვეითება. ჯგუფებში ბოლო, მე-4 ადგილოსანი ნაკრებები 2023-2024 წლების სეზონისთვის, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში B ლიგაში ჩაინაცვლებენ.
ფოტო: @UEFA