ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის საჩემპიონო ფარი დაიბრუნა და შესაბამისად, 2023-2023 წლების სეზონზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებაც. უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგაზე, საქართველოს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო" და გორის „დილა" წარმოადგენენ. აღნიშნულ გათამაშებაზე კიდევ ერთი საგზურისთვის, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში, 7 დეკემბერს, ქუთაისის „ტორპედო" და თბილისის „ლოკომოტივი 2" შეეჯიბრებიან.
„დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა! აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყეს და 2021 წლის ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს", აგვისტოს მეორე დეკადაში 9 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუმცა, დედაქალაქურ კლუბში სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულმა ცვლილებებმაც, სწორედ, ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ნელ-ნელა ამ 9 ქულის ამოქაჩვა მოახერხა. თბილისელებს, გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრეც შეეძლოთ პირველ პოზიციაზე გამყარება და ჩემპიონატის „მშვიდად" ჩამთავრებაც, თუმცა, „დინამო თბილისმა" სახლში, „თელავთან" ქულები დაკარგა, წინა ტურში კი, ვერც წყალტუბოდან მოახრეხა სრული 3 ქულის წამოღება. შესაბამისად, საქართველოს 2022 წლის ჩემპიონის ბედიც, ბოლო, დღევანდელ ტურში გადაწყდა. თბილისელებმა, „გაგრას" უმასპინძლეს, რომლისთვისაც „დინამო არენა" მიმდინარე ჩემპიონატში საშინაო სტადიონი იყო. ბუნებრივია, ფლეი-აუთის ზონაში მყოფ „გაგრასთან" დინამოელები პირველ ნორად თამაშობდნენ, თუმცა, რამდენიმე მომენტში, „გაგრამაც" გამოჩინა კლანჭები და მეორე ტაიმში ერთი გოლიც (თამაზ მაქაცარია 73') გაიტანა. თუმცა, ამ მომენტისთვის, „დინამო თბილისი" ორ ტაიმში გატანილი თითო-თითო, დავით სხირტლაძისა და ომარ იმრანის გოლებით, უკვე 2-0-ს იგებდა. საბოლოოდ, „დინამო თბილისმა" 2-1 მოიგო და ახლა, მეორე ვარსკვლავამდე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ერთი ნაბიჯი აშორებს!
მატჩის სრული ფოტო-ამბავი
საბოლოოდ, დინამოელებმა 80 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში 3 ქულით გადაასწრეს, მეორე ადგილზე გასულ ბათუმის "დინამოს", რომელმაც დღეს, სახლში, ფრედ, 2-2 ითამაშა "ტორპედოსთან". ამ შეხვედრაში ანგარიში ბათუმელებმა 35-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას გოლით გახსნეს. თუმცა, ტაიმის მიწურულს ანგარიში, ირაკლი ბუღრიძემ გაათანაბრა. 66-ე წუთზე, გიორგი არაბიძემ, 11-მეტრიანით „ტორპედო" დააწინაურა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე, მათე ვაწაძემ, ბათუმელებს ქულა გადაურჩინა.
ტურის კიდევ ერთი პრინცილული შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიართა, რომლის დასრულების შემდეგაც, მესამე საფეხურზე "დილა" გავიდა. გორელებმა, მშობლიურ სტადიონზე "სამგურალს" უმასპინძლეს, რომლებმაც თავის მხრივ, აღნიშნულ მატჩამდე, ორი ურთულესი ტური ითამაშეს, ჯერ ბათუმში „დინამო" 1-2 დაამარცხეს, მომდევნო ტურში კი, წყალტუბოში, „დინამო თბილისთან" ფრედ, 1-1 ითამაშეს. შესაბამისად, წყალტუბოლებები, მასპინძლებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად ემოციურად დასვენებულები გამოვიდნენ და 3-0 გაიმარჯვეს. ბრინჯაოს მედლებისთვის მთავარ კონკურენტს, საბოლოოდ, 2 ქულით გადაასწრეს და ევროტურნირებზე თამაშის უფლეაც მოიპოვეს. წლის ბოლო შეხვედრაში კი, გორელთაგან გოლები თორნიკე კაპანაძემ, ტიერი გეილიმ და ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს.
დღის კიდევ ორ შეხვედრაში, „თელავმა" სტუმრად, უმოტივაციო „საბურთალო" დაამარცხა 0-1 და ფლეი-აუთის ზონას თავი დააღწია. ბოლნსში, „სიონმა" 5-2 დაამარცხა, თბილისის „ლოკომოტივი", რომელიც მომავალ სეზონში, ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. თავად, სიონი კი, ფლეი-აუთში გაარკვევს, სად იქნება მომავალ სეზონში.
2022 წლის სეზონის საბოლოო ცხრილი
ფლეი-აუთის კალენდარი
#ელიგა2022