ვინ სად და როგორ, 2022 და 2023 წლების სეზონების მიჯნაზე
ვინ სად და როგორ, 2022 და 2023 წლების სეზონების მიჯნაზე
02.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლიგა 3-ის ჩემპიონის „დინამო თბილისი 2"-სა და ვიცე-ჩემპიონის ფოთის „კოლხეთი 1913"-ის სახით ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონში ერთი „დებიუტანტი" და ერთიც, უკვე კარგად ნაცნობი გუნდები ეყოლება. თუკი, ფოთის „კოლხეთი 1913"-მა, ლიგა 2-ში დაბრუნება მოახერხა და ამასთან, ფოთელები მომავალ სეზონში, ძლიერთა შორის დაბრუნებას შეეცდებიან, ამას, ლიგა 2-ის მოგების შემთხვევაშიც კი, ვერ გააკეთებს „დინამო თბილისი 2". თუმცა, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი, რომელმაც რეგიონული ლიგიდან დაიწყო და ზედიზედ მოიგო აღნიშნული ლიგა, შემდეგ ლიგა 4, ახლა კი, ლიგა 3, 2023 წლის სეზონზე, აღნიშნული, ეროვნული ლიგა 2-ის მოგებასაც შეეცდება. მანამდე კი, გუშინ, ფოთელებმა თბილისში, „საბურთალო 2" ,  „ბენდელას" სტადიონზე მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხეს, დინამოელებმა („დინამო თბილისის" აკადემია) ივანწმინდაში, ერთ დროს მრისხანე „ჩიხურა", რომელიც საჩხელეთა ასაკობრივი (16-19 წელი) გუნდის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული 1-4 დაამარცხეს და ლიგა 3-ის ჩემპიონის ტიტული, ოფიციალურად გაიფორმეს. 

ლიგა 3 - ის საბოლოო ცხრილი



საჩხერის „ჩიხურას" თემას, ჩვენ სხვა სტატიებში დავუბრუნდებით.  აქ, კი გეტყვით, რომ ლიგა 3-დან, ეროვნულ ლიგა 2-ში გადმოსვლას,  ხობის „კოლხეთი" და „არაგვი" შეეცდებიან. ამისთვის, მათ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ადგილოსნებთან, „რუსთავთან" და „ვიტ ჯირჯიასთან" მოუწევთ, ფლეი-ოფის თამაშები. „ჩიხურა" კი, „ზესტაფონთან" ერთად, რომელსაც ასევე მძიმე ხანა უდგას, 2023 წლის სეზონში, ლიგა 4-ში იასპარეზებენ. "ზესტაფონმაც" სეზონი, ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებით ჩაასრულა. კიდევ, ერთი გუნდი, რომელიც 2023 წელს, ლიგა 4-ში ჩაინაცვლებს არის „მეშახტე".


გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის „დინამო" და თბილისის „შევარდენი 1906" სადიციპლინო სანქციების გამო 13 ტურის შემდეგ გათამაშებიდან მოიხსნენ, მათი შედეგები ეროვნულ ლიგა 2-ში კი ანულირებულია, კლუბები ლიცენზირების გავლის შემთხვევაში, 2023 წლიდან ლიგა 3-ში ჩაინაცვლებენ.


ეროვნული ლიგა 2-დან ელიგაში ამოსასვლელად „სპაერი" და „სამტრედია" იბრძოლებენ და დიდი ალბათობით, „თელავის", „გაგრასა" და „სიონს"  შორის, ორი უარესი შედეგის მქონე გუნდს შეხვდებიან ფლეი-ოფში.


ეროვნული ლიგის ბოლო ტური, ხვალ, 3 დეკემბერს გაიმართება.




ლიგა 2 - ის საბოლოო ცხრილი


აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის სეზონზე, ლიგა 4- დან, ერთი ლიგით ზევით, ლიგა 4-ში თბილისის „ლოკომოტივი 2" (რომელსაც 7 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში უწევს თამაში), „შტურმი" და „მაჭახელა" დაწინაურდნენ.


ლიგა 4-ის საბოლოო ცხრილი