განცხადება სრკ-ს მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე
განცხადება სრკ-ს მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე
01.12.2022
ავტორი: რაგბის კავშირი

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2022 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში  გაიმართება სრკ-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

  • სრკ-ს გამგეობის და პრეზიდენტის ანგარიში;
  • სრკ-ს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
  • სრკ-ს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
  • სრკ-ს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

სრკ-ს საერთო კრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია (2022 წლის 28 ნოემბრის სრკ-ს გამგეობის გადაწყვეტილება, 2022 წლის ნამდვილ წევრთა სია,  2022 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტი) იხილეთ ქვემოთ, დანართების სახით.


კლუბებს (გუნდებს), რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და/ან მათი პრემიალური ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ  2022 წლის 16 დეკემბრის 18:00 სთ ჩათვლით სრკ-ს კანცელარიაში და/ან ელექტორნულ ფოსტაზე (office@rugby.ge) წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.


საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.