ფუტსალის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესოს ტიტულისთვის, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს. რონინიოს „ანდერლეხტი" და შაგინიას „პალმა", ელიტ-რაუნდში ჯგუფების მოგების შემდეგ, მთავარი ტროფეისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება აღნიშნული ტურნირის ფინალი და წილისყრა. თუმცა, 2023 წლის 4/5 და 6/7 მაისი ის თარიღებია, როდესაც ევროპის ოთხი საუკეთესო ფუტსალის კლუბი - „ანდერლეხტი" (ბელგია), „პალმა" (ესპანეთი), „ბენფიკა" (პორტუგალია) და „სპორტინგი" (პორტუგალია) მთავარი ტროფეის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
აქ ალბათ, აღსანიშნავია, რომ თუკი, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას და მორიგ ჯერზე ტიტულის მოგებას, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული „სპორტინგი" და 2010 წლის ჩემპიონი „ბენფიკა" კვლავ შეეცდებიან, შაგინიას „პალმასთვის" ეს, სადებიუტო ეტაპი იქნება. აქვე გეტყვით, რომ 2016 წელს, შაგინია, „ბენფიკას" შემადგენლობაში აღნიშნულ ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა. ახლა კი შაგინია, „პალმასთან" ერთად, უფრო მაღალი საფეხურის მოპოვებას შეეცდება.
რაც შეეხება რონინიოს „ანდერლეხტს", ამ გუნდმა 1/2 ფინალში თამაშის უფლება 15-წლიანი შესვენების შემდეგ, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში, „ბარსასთან" ფრედ, 5-5 ითამაშა და ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.