იტალიის ქალაქ ასისში დასრულდა მსოფლიოს პირველობა სენიორ-მოჭადრაკეთა შორის, რომელზეც ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა, 11-დან 7 ქულა დააგროვა და მერვედ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სენიორთა (65+) შორის.
სენიორ (+50) ვაჟთა შორის, 11-დან 8,5 ქულით მეორედ მოიპოვაა მსოფლიოს უძლიერესი სენიორის ტიტული, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სენიორთა შორის, საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ!
სენიორ ქალთა შორის, ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ, პირველობა გაინაწილა სენიორ(+50) ქალთა შორის. თუმცა, სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლების გამო სოფოს, მხოლოდ ვერცხლის მედალი ერო. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე, მთელი ჩემპიონატის განმაბლობაში პირველ ადგილზე იყო და ასე, უწევდა ასპარეზობა უძლიერესს მეტოქეებთან.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. მისი საპრიზო ფონდი კი, 37 000 ევროს შეადგენდა.