ესპოს გრან-პრის ეტაპის ბრინჯაო ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის წყვილისაა
ესპოს გრან-პრის ეტაპის ბრინჯაო ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის წყვილისაა
26.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ნადავლი საერთაშორისო სარბიელზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მედლით გაიზარდა. ფინეთის  ქალაქ ესპოში მიმდინარე გრან-პრის სერიის ბოლო, მეექვსე ეტაპზე დღეს, მედლების პირველი კომპლექტი  გათამაშდა  სპორტულ  წყვილებში. აღნიშნილ ტურნირზე საქართველო ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის წყვილი წარმოადგენდა. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები მოკლე პროგრამის შემდეგ, 62.59  ქულით, მე-3 ადგილზე იყვნენ. სტაბილურად, მე-3 შედეგი აჩვენეს ჩვენებმა, თავისუფალ პროგრამაში, რომლის შესრულებისთვისაც მათ, 103.97 ქულა დაიმსახურეს. შესაბამისად, ანასტასია  მეტელკინასა  და  დანიილ პარკმანის  ქართვულმა სპორტულმა  წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში, 166.56 ქულით  ფინური ესპოოს ეტაპზე, მესამე ადგილი და  ბრინჯაოს  მედლები მოიგო. გრან-პრის ორი  ეტაპის საერთო შედეგის გათვალისწინებით, მეტელკინა-პარკმანის წყვილმა 20 სარეიტინგო ქულაც დააგროვა, თუმცა, ეს შედეგი, ტურინში, გრან-პრის  ფინალში მონაწილეობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ანასტასია და დანიილი,  გრან-პრის ფინალის  სათადარიგო  შემადგენლობაში მოხვდნენ, რაც მომავალ საერთშორისო ტურნირებში წარმატებების მისაღწევად, კარგი განაცხადია.


ამავე ეტაპზე, საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა - მამაკაცებს შორის ამ ჯერზე, მხოლოდ მე-12 პოზიციას დასჯერდა მორის ყვითელაშვილი, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 196.80 ქულა დააგროვა. ჯერჯერობით ის, მიმდინარე სეზონში, სტაბილურობით არ გამოირჩევა. ქალთა ერთეულთა თანრიგში, ორი პროგრამის ჯამში, მე-7 იყო ანასტასია გუბანოვა, 166.57 ქულით. აქ, აღსანიშნავია, რომ გუბანოვას, ევროპელებიდან, მხოლოდ ბელგიელმა ლუნა ჰენდრიკსმა გადაასწრო, რომელმაც თავის მხრივ, იაპონელ სამეულთან ბრძოლაში, მეორე საფეხურზე გასვლა მოახერხა.


შეგახსენებათ ბოლო  წლებში, ქართველი მოციგურავეების მიერ საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული წარმატება  საქართველოს ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში პირველია და  შესაბამად, ესპოოს გრან-პრის  ეს  ეტაპიც, ამ ისტორიის   ნაწილი გახდა.