ძიუდოში, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, ნინო გულბანი, ნინო ლოლაძე და ეთერ ასკილაშვილი, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გიორგი თენაძესთან ერთად, ტოკიოში, ცუკუბას უნივერსიტეტში ერთობლივ საწვთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. შეკრების შემდეგ კი, 3-4 დეკემბერს, ისინი ტოკიოს გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას.
დღევანდელი ინფორმაციით, რომელიც IJF-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, ტოკიოს გრან სლემზე მონაწილეობას 69 ქვეყნის 387 ძიუდოისტი მიიღებს. მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც. ამ მომენტისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ ტურნირზე, მხოლოდ 6 სპორტსმენია დარეგისტრირებული. მათ შორის, ვაჟთა შორის მხოლოდ ერთი, -90კგ-ში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წარმოადგეს და არათბილისურ გრან სლემზე კი ჩვენი ქვეყანა 5 გოგონა ძიუდოისტით პირველად იასპარეზებს. იაპონიაში წონითი კატეგორიების მიხედვით, პირველ რიგში გამოცდილებას გაიმდიდრებენ, -57კგ-ში ნინო ლოლაძე, -63კგ-ში ეთერ ასკილაშვილი, -70კგ-ში ნინო გულბანი. აი კიდევ ორ წონაში კი, ქართველი ქომაგი მედლების მოლოდინშია -57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანისგან ველით წარმატებას, +78კგ-ში კი, სოფიო სომხიშვილსაც იმედიანად ვუყურებთ.
ძიუდოს ფედერაციის ფოტო