„მომავალი - JUDO მოქნილი გზა - გამარჯვებისკენ“ - პროექტი, რომელმაც შედეგის მოტანა დაიწყო
„მომავალი - JUDO მოქნილი გზა - გამარჯვებისკენ“ - პროექტი, რომელმაც შედეგის მოტანა დაიწყო
22.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პროექტი  „მომავალი - JUDO მოქნილი გზა - გამარჯვებისკენ" ნელ-ნელა უფრო შინაარსიანი ხდება - აქ მხედველობაში, ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ქართული ძიუდოს ახალი თაობის გამარჯვებებია. გუშინ, უნგრეთის ქალაქ გიორში დასრულებულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატი, ქართველმა ძიუდოისტებმა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალით დაასრულეს. საერთო ჯამში, ტურნირზე სადაც მედლების კომპლექტი 8 წონით კატეგორიაში გათამაშდა, 6  გამარჯვებული, თუმცა ისევე, როგორც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელები, სწორედ, ამ პროექტის მონაწილეა.

აქვე, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ ვაჟთა გუნდით იყო წარმოდგენილი, ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში ჩვენებმა, გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.


ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლებს დაეუფლნენ: შოთა ბაჩოშვილი (-50კგ), მერაბ სამადაშვილი (-55კგ), თორნიკე გიგაური (-60კგ), გიორგი გივიშვილი (-66კგ).


მეორე დღეს კი, გამარჯვებულები საბა გველესიანი (-90კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს ლუკა ბენიაიძე (+90კგ) დაეუფლა, გიორგი ბენდელიანმა (-81კგ) კი, ბრინჯაოს მედალის მოგება მოახერხა.


 

ძიუდოს ფედერაციის ფოტო