ბასილამ წელი წარმატებით დაიწყო
ბასილამ წელი წარმატებით დაიწყო
08.01.2021
ავტორი: თ.ჯ.

წარმატებით დაიწყო 2021 წლის სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ანტალიის ღია პირველობაზე, მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა, რომელმაც 2020 წლის წარუმატებელი ციკლის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-40 პოზიციაზე დაიხია, იტალიელი ანდრეა არნაბოდლი დაამარცხა.


მსოფლიოს 267-ე ჩოგანს, ბასილაშვილმა 1/16 ფინალში, სამ სეტში 4-6,  7-5, 6-1 დაამარცხა და ახლა 9 იანვარს, თურქ ალთუგ ჩელიქბილექს (309) დაუპირისპირდება.


აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და ახალი სეზონი, ანტალიის 250 ათასიან ტურნირზე გამარჯვებით დაიწყო. დღეს, ქართველი გერმანელ ანდრე ბეგემანთან წყვილთა თანრიგში თურქებს უმუთ აქქოიანისა და მერთ ნაჯი თურქერის წყვილს ეთამაშება. ეს შეხვედრა, 15:30 წუთიდან დაიწყება.


იანვრის ბოლოს, ბასილაშვილი ავსტრალიაში გაემგზავრება. თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელიც 6 თებერვალს იღებს სტარტს, მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, სადაც განთესილი მოთამაშე იქნება.