დღეს საქართველო ბერძნებს ეთამაშება
დღეს საქართველო ბერძნებს ეთამაშება
26.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს,26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მსოფლო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. მესამე დღეა ქართული გუნდი, ათენში ვარჯიშობს, დღეს კი, მომავალი მატჩის მასპინძელ,  OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში (რომელსაც ამჟამად ოფიციალურად Telekom Center Athens ეწოდება) ივარჯიშა, რომელიც დაახლოებით 18,500-19,000 მაყურებელს იტევს.


ჯიკიჩის განკარგულებაში კვლავ 13 კალათბურთელი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და საბა გიგიბერია.


გუშინ, კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია 26 ნოემბერს, ანუ თამაშის დღეს უნდა შეერთებოდა. თუმცა, გუშინ, გვიან საღამოს თოკოს დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თოკოს ბებიის გარდაცვალების შესახებ. ჩვენი გვერდი უსამძიმრებს თოკოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, მოახერხებს თუ არა დღეს თოკო გუნდთან ერთად თამაშს.


ფოტო: კალათბურთის ფედერაცია