ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „აპოლო“ მეორე ადგილზეა
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „აპოლო“ მეორე ადგილზეა
19.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, „ევრო თასზე" საქართველოს ჩემპიონმა, „აპოლომ" მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად, სახლში უმასპინძლა ესპანურ „ბარსელონას" და 22-20 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდები პირველი შეხვედრა 29 ოქტომბერს, მასპინძელთა ერთბურთიანი სხვაობით 18-17 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრაც, შეიძლება ითქვას, პირველი დაპირისპირების გაგრძელება იყო რადგან, მის მსგავსად, საკმაოდ თანაბარი და დაძაბული თამაში იყო.


ანგარიში, ვუკ დრაშკოვიჩის გოლით გაიხსნა და „აპოლო" დაწინაურდა. თუმცა, კატალონიელებმა მოახერხეს გათანაბრება და დაწინაურებაც. ქართული გუნდი კი, პირველი მონაკვეთის გარკვეული ნაწილი მდევრის როლში აღმოჩნდა. თუმცა, მონაკვეთის დასრულებამდე 35 წამით ადრე, დმიტრი ალექსეევმა მოახერხა გატანა და „აპოლომ" პირველი მეოთხედი 4-3 დაამარცხა.


მეორე მონაკვეთში ქართული გუნდი, უფრო თავდაჯერებულად ათამაშდა. ამჯერად, მან მოირგო ლიდერის როლი, თუმცა, „ბარსელონამ" ორჯერ გაგვითანაბრა. პერიოდის მიწურულს კი, ნიკოლა მოსკოვის, ანდრია ბითაძისა და სრდან ვუსკანოვიჩის გოლებით, საერთო ანგარიშში გაქცევა მოახერხა. მეორე მეოთხედი 7-5 მოიგო, ტაიმის ბოლოს კი, ტაბლოზე სამ ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა, 11-8.


ბუნებრივია, ეს ანგარიში დარჩენილ ტაიმში „აპოლოს" სულაც არ აძლევდა გარანტიას, რომ თამაშს მოიგებდა. მითუმეტეს, მაშ შემეგ, რაც, მესამე მეოთხედში დაახლოებით სამწუთნახევარში კატალონიელებმა ხუთი გოლის გატანა მოახერხეს, „აპოლომ" მხოლოდ ორის და შეხვედრაში გაათანაბრეს (13-13) ანგარიში. ამის შემდეგ, ფილიპ გარდაშევიცის ორი გოლის წყალობით, „აპოლომ" მესამე მეოთხედი მხოლოდ სამი ბურთით, 5-8 წააგო, თუმცა, დასკვნითი მონაკვეთის წინ, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო, 16-16.


ბოლო მეოთხედში, ქართულმა გუნდმა მოახერხა სამი ბურთით (20-17) დაწინაურება, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 04:32 წუთით ადრე და თამაშის დასრულებამდე, მეტ-ნაკლებად მოახერხა ამ უპირატესობის შენარჩუნება, მონაკვეთი 6-4, ხოლო თამაში 22-20 (მატჩის ტექსტური ჩანაწერი) მოიგო.


ამრიგად ქართულმა კლუბმა, რომელიც „ევრო თასზე", „ჩემპიონთა ლიგიდან" გამოთიშვის შემდეგ გააგრძელა, რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მოგება ჩაიწერა და  ფლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.


ქართული გუნდიდან, დღეს გოლები გაიტანეს: დმიტრი ალექსეევი (5), ფილიპ გარდაშევიჩი (4), ვუკ დრაშკოვიჩი (2 გოლი), საბა ტყეშელაშვილი (2), სრდან ვუკსანოვჩი (2), ანდრია ბითაძე (2), ნიკოლა მოსკოვი (2), ხვიჩა ჯახაია (1), ნემანია ვიცო (1), მატია სლადოვიჩი (1),


ჯგუფის დასკვნით ორ მატჩს „აპოლო" სტუმრად გამართავს.  თავდაპირველად, 3 დეკემბერს საბერძნეთში „აპოლონთან", ხოლო 17 დეკემბერს ესპანეთში „ტერასასთან".


ამავე ტურში,  „ტერასა" საშინაო შეხვედრაში დამარცხდა „აპოლონთან" 10-13. სატურნირო ცხრილში კი, დასკვნით ტურებამდე, ჯგუფს კვლავ, „ბარსელონა" ლიდერობს, „აპოლო" კი, მეორე ადგილზეა.


ფოტო: აპოლო