უეფა, ფიფა-ს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას სთავაზობს
უეფა, ფიფა-ს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას სთავაზობს
17.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს. როგორც ჩანს და ალბათ, უფრო, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანი ინფანტინოს, თუკი კვლავ ექნება სურვილი ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი, უეფა-სგან და მისი მხარდამჭერებისგან (იხილეთ ბმული) სერიოზული წინააღმდეგობა ელის. ეს წინააღმდეგობა კი, ფილიპ დიალოა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც უეფა-ს და ამ ორგანიზაციაში შემავალი წევრი ასოციაციების ერთობლივი კანდიდატია.


16 ნოემბერს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ხელმძღვანელობდა, უეფა-ს უეფას აღმასრულებელ კომიტეტსა და ფიფა-ს საბჭოში სწორედ, დიალოს წარადგენენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2027 წლის მარტში ჩატარდება. ამასთან ფრანგს, ევროპული ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს.


„ფილიპ დიალოს უდიდესი გამოცდილება აქვს ფეხბურთის ყველა ინდუსტრიაში. ის იყო, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბების ორგანიზაციის პრეზიდენტი. იყო, საფრანგეთის პროფესიული ლიგების ხელმძღვანელი, ასევე ფიფა-ს დავების განმხილველი კომიტეტის წევრი, ვიდრე მას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და უეფა-ს აღმასკომის წევრად აირჩევდნენ 2023 წელს", - ნათქვამია უეფა-ს წერილში.


ფიფა-ს მიერ აღებული კურსით შეშფოთებულმა ეროვნულმა ასოციაციებმა, ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდეს აღედგინათ ერთიანობა და ნდობა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში. მათ ასევე მოუწოდეს ფიფა-ს რომ ამ უკანასკნელმა, მსოფლიოს მასშტაბით იზრუნოს მთავარ მისიაზე,  ფეხბურთის განვითარებაზე, მმართველობის უმაღლეს დონეზე და ამასთან, ეს გააკეთოს მჭიდრო თანამშრომლობაში საკუთარ ასოციაციებთან, კონფედერაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. უეფა-ში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, ამ ღირებულებების გათვალისწინებით, ფრანგ კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.


თავის მხრივ დიალომ მიიღო ეს შეთავაზება. ახლა მის კანდიდატურას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გაუკეთოს რატიფიცირება, რომელიც უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ხვალ, თუმცა, უკვე დღეს, 17 ნოემბერს იგეგმება.