ეროვნული ნაკრების მშრალი სერია, უნგრეთთან საშინაო მატჩშიც გაგრძელდა
ეროვნული ნაკრების მშრალი სერია, უნგრეთთან საშინაო მატჩშიც გაგრძელდა
14.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი განსხვავებული ტაიმი, სადაც საბოლოოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 კალენდარულ მატჩში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ, 0-2 დამარცხდა. თბილისში, მიხეილ მესხზე მოპოვებული სამი ქულით უნგრეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა და A დივიზიონში დაწინაურების რეალური შანსი მიიღო. ამისათვის მარკო როსის გუნდს, სამ დღეში, საშინაო შეხვედრაში, ჩრდ. ირლანდიელებთან გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, გუნდს საკმაოდ კარგი პერიოდი უდგას და საშინაო შეხვედრაში, პუშკაშ არენაზე არ მგონია პრობლემები შეექმნათ. მითუმეტეს, რომ თამაშზე გულშემატკივარი იქნება.


თუმცა, გულშემატკივარი უნგრელებს, უეფა-ს სანქციის მიუხედავად არც დღეს აკლდა. ბუნებრივია, 25000-იან მესხზე, 20000 უნგრელი ქომაგი ვერ იქნებოდა, და ვერც ის რაოდენობა, რაც რეალურად სტუმართა გუნდისთვის გასვლით შეხვედრაზე არის ხოლმე დაშვებული, რადგან უნგრელებზე ბილეთები ოფიციალურად არ გაყიდულა, თუმცა, სტუმარი გუნდის ქომაგებმა, მოახერხეს ერთ სექტორში შეგროვება (ასე, ერთიანად ყველამ იქ როგორ იყიდა ბილეთი, ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია) და მთელი თამაში საკუთარი გუნდიც ომახიანად გაამხნევა.


რაც შეეხება თამაშს, დავიწყოთ სასტარტო შემადგენლობით, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს ორივე გუნდს ოქტომბრის თამაშთან შედარებით შეცვლილი ჰქონდა. ჩვენ, ტრავმების გამო, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი სადისციპლინო შეზღუდვის გამო გვაკლდა. როგორც ვივარაუდეთ, უნგრელებს სობოსლაის „ტრავმა" და სამედიცინო „კვლევები" უბრალოდ, ყურადღების გადასატანად ჰქონდათ შემოგდებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ბუდაპეშტში გამართული მატჩის მსგავსად, „ათი კლონი" არ ჰყავდა, ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.


საქართველოს ნაკრებმა კი, აქტიურად დაიწყო და ეს, როგორც ჩანს, საკმაოდ უსიამოვნო მოულოდნელობა იყო როსის გუნდისთვის. ფლანგებიდან გიორგი კვერნაძე და გიორგი წიტაიშვილი, საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნიდნენ მეტოქეს. აქტიურობდა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძეც, თუმცა, იყო ერთი „თუმცა"... რეალურად საქმე დარტყმამდე არ მიდიოდა, ამასობაში როლანდ შალაის დარტყმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი პირველად ჩაერია „საქმეში", უნგრელებმა მოკრძალებულად, მაგრამ შეგვახსენეს, რომ მოედანზე იყვნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, „მამარდამ" ბარნაბაშ ვარგას დარტყმის შემდეგ, კართან არეულობა განმუხტა. ზოგადად, გიორგი ამ შეხვედრაში ქართული გუნდიდან საუკეთესო იყო. რაც შეეხება კვერნაძეს, რატომღაც მგონია, რომ მომდევნო თამაშებიდან, ის უფრო თამამად ათამაშდება. პირველ ტაიმში, გავიტანეთ, თუმცა, VAR-საც რომ არ გაეუქმებინა, ისედაც ჩანდა რომ ლუკა ლოჩოშვილი თამაშგარეში იყო.


აქ, მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ მეორე ტაიმში, როდესაც ჯერ ზურიკო დავითაშვილი მოთელეს უნგრელებმა, შემდე კი, ბუდუ მიაყოლეს, ამ მომენტს კი ჩვენს კარში გოლი მოჰყვა, ვარს შეეძლო უფრო ყურადღებით შეემოწმებინა. თუმცა, ახალ მწვრთნელთა, „კვარას" გარეშე, ჩეხმა მსაჯებმა ქართულ გუნდს „გაუტარეს". რაც შეეხება მეორე ტაიმს, საწყისს წუთებში კვლავ კარგად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ, უნგრელები რეალურად ჩვენს საჯარიმოში ჩასახლდნენ და „მოგვაწვნენ". აქ, მატჩამდე მარკო როსის პრეს-კონფერენცია გამახსენდა, სადაც სტუმართა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თბილისში გამომგზავრებამდე ბოლო ვარჯიში, სტანდარტულების დამუშავებას დაუთმეს, მშობლიურ გარემოში, უცხო თვალიდან შორს - რეალურად საკმაოდ სახიფათოებიც იყვნენ. აი, 73-ე წუთზე სობოსლაის ჩამოწოდებულ კუთხური კი, საკუთარ კარში ლაშა დვალმა აჭრა. როგორც ჩანს ეს, იყო საკვანძო მომენტი, რადგან ამის შემდეგ, ქართულმა გუნდმა, ცვლილებების მიუხედავად, განწყობა დაკარგა და ეს ხასიათში გადაუვიდა. რამაზ სვანაძის შეგირდები, თითქოს, ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, თუმცა, ბოლო ფაზა - არ იყო... რეალურად კარის მიმართულებით მთელს თამაშში, მხოლოდ 7-ჯერ (!) დავარტყით, კარის ჩარჩოში კი, ერთხელ. კიდევ ერთ მომენტში კვერნაძემ კარგად გააძვრინა ბურთი უნგრეთი დაცვის მოთამაშეებს შორის თუმცა, ბუდუ ზივზივაძე, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა ბურთს ვერ მისწვდა. არადა, გოლი გარდაუვალი იყო. სხვთა შორის, მეორე გოლი აი, ზურიკოს და ბუდუს უნგრელთა საჯარიმოში, ერთი-მეორეზე მიყოლებით წაიქცნენ და VAR-ზე გადამოწმებას ითხოვდნენ, მაშინ გაგვივიდა. 85-ე წუთზე ვარგამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


საქართველოს ნაკრებმა, ერთა ლიგის მიმდინარე ციკლში მორიგი შეხვედრა წააგო, თუმცა, ჩვენ ალბათ, რაც უფრო გვაფიქრებს ჩვენი ფეხბურთელების მიერ გოლის ვერ გატანაა. საქართველოს ნაკრებმა, მორიგი შეხვედრა წააგო, 0-2 (იხილეთ მატჩის ნაწერი) და ზოგადად, მე-5 მატჩია გოლი არ გაუტანია! სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების „მშრალი" სერია კვლავ გაგრძელდა.


რამაზ სვანაძის გუნდი ხვალ, 17:00 საათზე თბილისის დროით, სლოვაკლურ კოშიცეში გაემგზავრება, სადაც ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.