
მატჩის წინა დღე, მიხეილ მესხზე 13 ნოემბერს საკმაოდ გაგრძელდა. უნგრეთის ნაკრები, რომელმაც საქართველოში გამომგზავრებამდე, ტელკიში, საკუთარ ბაზაზე ადგილობრივი დროით 09:45 საათზე ივარჯიშა, თბილისში, მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიდა და უკვე ჩვენი დროით 21:15 საათზე დაგეგმილი პრეს-კონფერენციაც დაიწყო, რომელშიც უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როსი და გუნდის ფეხბურთელი ატილა შალაი მონაწილეობდნენ. ატილასი რა მოგახსენოთ და მარკო, საკმაოდ დაღლილი ჩანდა.
უნგრელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე ციკლის დაწყებამდე შეიძლება ითქვას, წყალი ჰქონდა შეყენებული, მოახერხა და პოსტიც შეინარჩუნა და გუნდიც, ძალიან ახლოს არის A ლიგაში დაწინაურდეს. მარკო როსი, რომელიც საკმაოდ კეთილგანწყობილია ქართველების მიმართ და ეს უნგრეთში შევნიშნეთ პირველად, ეს გრძნობა დღესაც ვერ დამალა, თუმცა, ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი, როსი აღნიშნა რომ სობოსლაი, ისევე როგორც უნგრული გუნდისთვის რამდენიმე ცნობილი სახე. ასე, რომ ჩვენი ვარაუდი, სობოსლაის ტრავმასთან დაკავშირებით, მხოლოდ სატყუარა იყო და ისიც, უფრო გულშემატკივრისთვის, ვიდრე ქართველთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის.
„კი, ჩვენ სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, მათ შორის ბარნაბაშ ვარგა და რონალდ შალაი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. შესაბამისად, საქართველოსთან გამართულ წინა შეხვედრასთან შედარებით გვექნება გარკვეული ცვლილებები. თუმცა, ჩვენი სათამაშო სტილი დიდდ არ შეიცვლება. ასე რომ თითქმის ისეთივე იქნება, როგორც აქამდე თამაშები. დანიელ ლუკაჩსა და დამირ რედზიჩის ტრავმების გამო არ უვარჯიშიათ. პირველი ზუსტად არ ითამაშებს შაბათს", - ამბობს როსი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ნაკრები რიგი ძირითადი მოთამაშეების გარეც საკმაოდ კერკეტი კაკალია, ამიტომ ურთულეს თამაშს ელის. „ჩვენ ტაქტიკურ მონახაზი იქნება მოქნილი. საჭირო იქნება სხვა უნარები და სხვა ტაქტიკური გეგმა, უფრო მოქნილი. კვარაცხელიას ჩანაცვლება რთული იქნება. შესაძლოა მათ სხვა სტრატეგია და ტაქტიკური მონახაზი ჰქონდეთ. სვანაძე, გარკვევით თქვა რომ მას ჰყავს სხვა ფეხბურთელებიც, ასე რომ ხვალ შესაძლოა, შეტევაში სიურპრიზები იყოს. ჩვენ ვიცით მასპინძლების მოთამაშეთა ძლიერი მხარეები, რადგან მათი უმრავლესობა ტოპ ლიგებში თამაშობს. ჩვენ მზად ვართა, ყველანაირი ტაქტიკური სისტემისთვის. მოგვიწევს მუდმივად კონცენტრაცია. ხვალ იქნება საკმაოდ რთული თამაში ჩვენთვის, საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ".
ოქტომბრის თამაშთან შედარებით მარკო როსიმ 10 ფეხბურთელი შეცვალა. ბუნებრივი, ეს ტრავმებით იყო გამოწვეული, თუმცა დაუძახა ახალგაზრდა მოთამაშეებსაც, რადგან იტალიელი არ მალავს, რომ მის გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოწინააღმდეგის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი ორშაბათიდან შეიკრიბა (ისევე, როგორც ჩვენი - სარედაქციო) და მხოლოდ ორი სრულფასოვანი შეკრება ჩაატარა. შესაბამისად, დღესაც, სახლში ვარჯიშის დროს, ნაცნობ გარემოში სტანდარტულ სიტუაციებზე მუშაობა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყოო. დიდი ალბათობით, მეტოქე გუნდი (საქართველო), ხვალ კვარაცხელიას გარეშე „სხვანაირად" ითამაშებს - ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ ბუდაპეშტში როსიმ არ დამალა, რომ ჩაკვეტაძის „ჩაკეტვით", მისმა გუნდმა მოახერხა ის, რომ „კვარა" ბურთებით ვერ მომარაგდა. თუმცა, რა იქნება ახლა, როდესაც კვარა არ არის, ამის გარკვევას, ხვალ როსი და მისი გუნდის პროცესში შეეცდებიან.
„როდესაც ეთამაშები კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელს, რაღაც სხვანაირი უნდა გააკეთო. იმ მატჩში ყველაფერი კარგად წავიდა. გეგმა შევასრულეთ, საკუთარ კედლებში. ხვალ სხვანაირად მოგვიწევს თამაში", - ამბობს როსი, რომელიც ვარაუდობს, რომ სვანაძე, ხვიჩას, გიორგი კვერნაძით ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, როგორც ბევრი იტალიელი, არც როსია გამონაკლისი და „კვარასა" და „კვერნაში" გარკვეულ ბმას ხედავს. აქვე დასძენს, რომ ის, როგორც იტალიელი ხვიჩას ჯერ კიდევ „ნაპოლიში" ყოფნის დროიდან ქომაგობს. „კვარაცხელიას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, რადგან იტალიელი ვარ, ვიყავი ახლოს „ნაპოლისთან", ჩემს გარშემო სანათესაოში ყველა „კვარას" ეტრფის და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც თქვენ, ქართველები".
უნგრელთა მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საკმაოდ კარგად იცის საქართველოს ნაკრები, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ეთამაშა. უნგრელები ვარაუდობენ, რომ ხვალ საქართველოს 4-2-3-1 სისტემით ითამაშებენ, ისე, როგორც ეს „პუშკაშ არენაზე" მეორე ტაიმში გააკეთეს, თანაც ამჯერად პირველი ტაიმიდან. საერთო ჯამში საქართველო ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით, საკუთარ კედლებშიო.
„რა თქმა უნდა, „კვარა" როდესაც არ არის, გუნდი სხვანაირად თამაშობს, მაგრამ საქართველო მის გარეშეც კარგი გუნდა. ვიცით, რომ საკმაოდ რთული თამაში გვექნება. პირველ რიგში ჩვენი მიზანია A ლიგაში გადასვლა. ჩვენ არასდროს ვთამაშობთ ფრეზე. მწვრთნელი დამეთანხმება. შესაძლოა, დასაწინაურებლად, 4 ან 6 ქულაც საკმარისი იყო. მაგრამ ჩვენ ხვალ შედეგისთვის გამოვალთ", - ამბობს ატილა შალაი, რომელიც როსიმ გუნდში დააბრუნა.
და ბოლოს, ალბათ, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ისიც უნდა შევახსენოთ, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ ყიდის ბილეთებს საკუთარ გულშემატკივარზე. ასე რომ ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხზე, სტუმარი გუნდის ქომაგების ტრიბუნა ცარიელი იქნება. შეგახსენებთ, რომ თამაში 14 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია





ჩვენ







