ორხელისუფლებიანობა ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონატის ფინიშამდე ოთხი დაძაბული ტური
ორხელისუფლებიანობა ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონატის ფინიშამდე ოთხი დაძაბული ტური
09.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენებამდე ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. არადა, ჩემპიონატის დასრულებამდე, მხოლოდ ოთხი ტური რჩება და შესაბამისად, ფინიშიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იქნება. 59-59 ქულით გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო" და „იბერია 1999" ლიდერობენ. 58 ქულა აქვს „დინამო თბილისს", რომელიც მესამე ადგილზეა, 56 ქულით კი, მედლებისთვის, თუმცა, უფრო, ევროტურნირების ორი საგზურისთვის სწორედ, ეს ოთხი გუნდი იბრძვის. ამ გუნდებიდან მხოლოდ ერთს, ბათუმის „დინამოს", იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თასს მოიგებს, ქართული გუნდებისთვის 2027-2028 წლების სეზონში ევროტურნირების კვოტით გათვალისწინებულ მესამე საგზურს. თუკი ამ შემთხვევაში ბათუმელები პირველ, ან მეორე ადგილებზე იქნებიან, მაშინ ევროტურნირებზე გავა ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასული გუნდი. თუმცა, ამ გადანაწილებამდე სანაკრებო შესვენების შემდეგ, არის ოთხი ტური და საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი.


გუშინ და დღეს კი, 32-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დინამო თბილისმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გორის „დილას" წინააღმდეგ 0-2 და ერთი დღით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 29-ე წუთზე ალგასიმე ბამ გახსნა ანგარიში და დინამოელები დააწინაურა. რეალურად თამაშიც, თბილისელთა კარნახით წარიმართა. ამ შეხვედრაში მეორე და მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა გამოცდილმა მათე ვაწაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში ახალი ენერგიით ათამაშდა.


საკმაოდ დაძაბული და პრინციპული გამოდგა შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე სადაც „იბერია 1999"-მა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, გასავარდნ ზონაში მყოფ „გაგრას" უმასპინძლა და 84-ე წუთზე თბილისური კლუბის „სამაშველო რგოლის" ამირან ძაგანიას გატანილი გოლის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება, 1-0 მოიპოვა. აქვე შეგახსენებთ, რომ „გაგრას", მიუხედავად იმისა, რომ ელიგაში გასავარდნ ზონაშია, საქართველოს თასის ფინალს თამაშობს და შესაბამისად, სეზონში ტიტულის, თანაც ევროტურნირების საგზურის ტოლფასი ტიტულის მოგების შანსი აქვს.  


ამრიგად, საქართველოში სანაკრებო შესვენება გამოცხადდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „იბერია 1999"-ს 26 ნოემბერს უეფა-ს კონფერენს ლიგაზე თბილისში, „ხეტაფეს" წინააღმდეგ უწევს თამაში, ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს ითამაშებს, კვლავ მესხი 2-ზე, ამჯერად „სპაერის" წინააღმდეგ. ეროვნული ლიგა კი, 33-ე ტურით 20 და 21 ნოემბერს განახლდება.


ფოტო: ხატია დვალიძე / "გაგრა"