
შენჟენში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. ISU-ს 2026-2027 წლების სეზონის გრან პრის მესამე ეტაპზე, დღეს კაცებში არკვევდნენ საუკეთესო ფიგურულ მოციგურავეებს. განსხვავებით ქართული ოლიმპიური გუნდის სხვა წევრებისგან, ერთეულ კაცთა შორის მოასპარეზე ნიკა ეგაძისთვის ჩინეთში გამართული ეს ეტაპი პირველი იყო. ამას გარდა, თუ არ ჩავთვლით „თრიალეთის თასის" ბათუმში გამართულ ტურნირს, ნიკასთვის, ესეც პირველი სერიოზული გამოცდა იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი ახალი პროგრამით ასპარეზობს.
თავისუფალი პროგრამის შემდეგ, ნიკა ეგაძე მეშვიდე ადგილს იკავებდა. მის ზევით ორი იაპონელი, ორი რუსი (ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე), ყაზახი მიხეილ შაიდოროვი და პოლონეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმირ სამოილოვი იყვნენ. თავისუფალ პროგრამაში კი, შენჟენის ყინულზე, ქართველს რთული მისია ჰქონდა დაკისრებული, რადგან პროგრამა უშეცდომოთ უნდა შეესრულებინა. თუმცა, ჩვენიანმა ასპარეზობა ცუდად დაიწყო - პირველივე ელემენტზე, ოთხმაგი ფლიპის შესრულების შემდეგ მიკა დაეცა და ნახტომის საბაზისო ღირებულების ნახევარი დამისახურა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საერთო ჯმაში, ნიკას პროგრამის საბაზისო შეფასები, სადაც სამი ოთხმაგი ნახტომი იყო (ერთი კომბინაციაში), ჯამში 11 ელემენტი, 78.10 ქულით იყო შეფასებული, საბოლოოდ კი, ნიკას მიერ უკვე ხსენებული და შემდეგ, მე-7 ელემენტზე, სამმაგი აქსელის შესრულებისას (მხოლოდ ორმაგი შეასრულა) დაშვებული შეცდომების გამო, ამ კომპონენტში ქართველმა 83.45 ქულა დაიმსახურა. საერთო ჯამში კი, 158.94 (83.45/76.49) ქულა დააგროვა, რაც მის მიერ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგთან (181.72) საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა, გვჯერა, რომ გრან პრის მომდევნო ეტაპზე, რომელზეც ეგაძე იასპარეზებს, ეს შედეგი გაუმჯობესებული იქნება. შენჟენში ამ ქულით, ეგაძე მე-8 ადგილზე გავიდა.
ამჯერად კი, ორი პროგრამის ჯამში ნიკამ 246.61 ქულით მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.





ჩვენ







