
სანაკრებო შესვენებამდე, ქართველი ლეგიონერების გუნდებმა და ქართულმა გუნდმაც ევროტურნირებისთვის განკუთვნილი ბოლო სათამაშო დღეს მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. თუმცა, დავიწყოთ ქართველი მსაჯებით, რომლებმაც უეფა-ს ევროპა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა განსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, რომელსა დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი კი, ბაქარ ბრეგაძე იყო. აქვე გეტყვით, რომ VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა. შეხვედრა, რომელშიც ნიდერლანდების „ნეკ ნაიმეგენი" კვიპროსულ „ომონიას" დაუპირისპირდა, მასპინძელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. ქართველ მსაჯს, რომელსაც ძალიან უყვარს ყვითელი ბარათების ჩვენება, ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ბარათი აჩვენა. ზოგადად, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, მსაჯი ამ შეხვედრაში დიდად დატვირთული არ ყოფილა.
უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩი, ავსტრიული გრაცის „შტურმისა" და სლოვენიური „ცელიეს" შორის განსაჯა გიორგი ყრუაშვილმა, რომელსაც ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და გიორგი ელიკაშვილმა გაუწიეს. მეოთხე მსაჯი იყო ირაკლი ხერხაძე, VAR-ის ოთახში კი, კობა რევაზაშვილმა იმუშავა. დასანანია, რომ მაშინ, როდესაც გრაცში ქართველი მსაჯები ჩავიდნენ, „შტურმის" ორი ქართველიდან ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო კვლავ გაუცდა. აი, გიზი მამაგეიშვილი ტრავმის შემდეგ, მინდორზე დაბრუნდა. ქართველი მსაჯების მიერ განსჯილი მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 2-3 დასრულდა. გიზიმ სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე, მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა.
უეფა-ს კონფერენს ლიგაზე საბა საზონოვის „ხეტაფემ", მე-3 ტურის საშინაო შეხვედრაში „ბრაიტონს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, ამ შეხვედრაში 64-ე წუთზე გავიდა. საზონოვი კი, მოედანზე სათამაშოდ არ შემოსულა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ხეტაფეს" 3 ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა აქვს, თუმცა, ისევე, როგორც თბილისის „იბერია 1999"-ს და რაც ყველაზე მეტად კარგად ხვდება თვალს, ქართული კლუბი, ესპანურზე ცხრილში, რამდენიმე საფეხურით მაღლა არის.
რიგაში, ადგილობრივი „რიგა" ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ კარგი შეფასებაც მიიღო. ანგარიში 34-ე წუთზე პენალტით მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, ჩეხურმა კლუბმა მეორე ტაიმში მოახერხა გათანაბრება და ქულის აღება. „იაბლონეცი" ამ ეტაპზე კონფერენს ლიგის სატურნირო ცხრილში, ჯერ-ჯერობით, 23-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999"-ს საშინაო შეხვედრა ელის „ხეტაფესთან" 26 ნოემბერს, ხოლო ამის შემდეგ, გასვლაზე, „იაბლონეცს" დაუპირისპირდება.





ჩვენ







