
გადახალისებული შემადგენლობა, ბევრი ახალი სახით - რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის თამაშებში მისცემს შანსს ითამაშონ და დაამტკიცონ. თავიდანვე ვთქვათ, რომ გუნდში სამი დებიუტანტია - ბათუმის „დინამოს" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული „პოლისიას" მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვაკური ტრნავას „სპარტაკის" ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.
საერთო ჯამში რამაზ სვანაძემ ნოემბრის ორი თამაშისთვის 26 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის არიან მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული"), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა („დინამო ბათუმი", საქართველო); მცველები: საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ივა გელაშვილი („კლუჟი", რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერისფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია", უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი („სპარტაკ ტრნავა", სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი).
შეიცვალა მესამე მეკარე, ამჯერად სვანაძემ დავით კერესელიძის ნაცვლად ნოდარ ყალიჩავას უხმო. ერთი ცვლილება აქვს დაცვის ხაზში, სადაც ამჯერად არ უხმო ილია ბერიაშვილს, სამაგიეროდ ენდო იმ ფეხბურთელს, რომელმაც ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საკმაოდ სტაბილური მატჩები ჩაატარა, ლაპარაკია გიორგი მაისურაძეზე, რომლის შესახებაც, სხვათა შორის რამდენიმე პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლსაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა აზრი.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზში, ამჯერად, ორით ნაკლები ფეხბურთელია გამოძახებული, თუმცა, შეგახსენებთ, რომ წინა შეკრებისგან განსხვავებით, ამჯერად, ეროვნულს ორით ნაკლები თამაშის გამართვა უწევს და შესაბამისაც ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ეროვნულს ვერ ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი. რაც შეეხება ოთარ მამაგეიშვილს, ისიც ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებულია და შესაბამისად, „სვანამ" მისთვის კარგად ნაცნობი კადრის გამოძახებისგან თავი შეიკავა. არ არის გაფართოებულ სიაში არც გიორგი აბუაშვილი. თუმცა, უხმოს მისთვის ასევე კარგად ნაცნობ კადრებს, ასე ვთქვათ მის ხელში, ასაკობრივი და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვლილებს: სანდრო ალთუნაშვილს, გიორგი მოისწრაფიშვილს, გიორგი გულიაშვილს.
ბუნებრივია პირადად მე მრჩება განცდა, რომ ორი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან, ვინც ამ მომენტში ყურადღებას იმსახურებს თორნიკე კირკიტაძე ბათუმის „დინამოდან" და ნიკა ნინუა „დინამო თბილისიდან" ამ ჩამონათვალში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ბორტს მიღმა დარჩნენ, თუმცა, რამაზ სვანაძის შტაბის გადაწყვეტილება ასეთია და დაველოდებით, ეს ფორმაცია, დარჩენილ ორ თამაშში რამდენად გაამართლებს.
თამაშები კი, სვანაძის ფორმაციის გუნდს 14 ნოემბერს თბილისში, 21:00 საათზე მიხეილ მესხზე უნგრეთის წინააღმდეგ ელის, 17 ნოემბერს კი, თბილისის დროით 23:45 საათზე ამ შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩს, სლოვაკურ კოშიცეში, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ







