ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას თელავში გამართავს
ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას თელავში გამართავს
02.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდისთვის დარჩენილი ორი შეხვედრისთვის აგრძელებს მზადებას. ავთანდილ ასათიანის გუნდი, ნოემბრის დასაწყისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ინფორმაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდმა გაავრცელა.


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 5 და 7 ნოემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ლიბანის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში ჩატარდება.


მოახლოებული მატჩებისთვის ასათიანმა საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის ერთი, გეგა კოშაძე დებიუტანტია. აქვე გეტყვით, რომ ტრავმების გამო გუნდს კვლავ ვერ ეხმარებიან, ირაკლი თოდუა და გორგი ღავთაძე.


ნოემბრის თამაშებისთვის ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება: მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), გეგა კოშაძე (თსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლუკა ფარცვანია („გომელი", ბელარუსი), საბა ტყეშელაშვილი („გომელი", ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკა ხარატიშვილი (კსუ).


მოახლოებული თამაშები, რომელზეც დასწრება თავისუფალია 5 ნოემბერს 19:00, ხოლო 7 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყენა.