
ქართული ლეგიონი საფეხბურთო ტური დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გაგრძელდა.
ესპანური ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" საშინაო შეხვედრაში 0-1 დამარცხდა „ესპანიოლთან". იუბილარმა, დღეს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. შეფასებაც საკმაოდ მაღალი მიიღო, თუმცა, საკუთარ თავს, ბომბარდირმა საჩუქარი ვერ გაუკეთა. ამ ტურის შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავი სატურნირო ცხრილში 12 ქულით, მე-9 ადგილზეა.
მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე „რაიო ვალეკანოსა" და „სელტა ვიგოს" შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილი. ქართველის თამაში ჩართვამდე, მისი გუნდი, უკვე 1-0-ს იგებდა. საბოლოოდ კი, „რაიო ვალეკანომ" 3-0 მოიგო და ჟორჟის „ვილიარეალის" მსგავსად, 12 ქულა დააგროვა. თუმცა, „წიტას" გუნდს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკრები აქვს, მე-11 ადგილზეა.
ხვალ, 1 ნოემბერს ესპანურ ლა ლიგაში მცირე ქართული დერბი შედგება, თბილისის დროით 17:00 საათზე საბა საზონოვის „ხეტაფე", გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას" დაუპირისპირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველებს სათამაშო დრო, თანაც სოლიდური მიეცემათ.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი გულიაშვილის „რასინგმა" გასვლით შეხვედრაში „რიბადესელა" 0-2 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. სანტანდერელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა თუმცა, საგოლე მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია.
იტალიის სერია A-ში დღეს „ქართული დღე" არ გამოვიდა. ორი ქართველი ლეგიონერის კლუბმა, ერთმანეთის მიყოლებით წააგო. თავდაპირველად, საბა გოგლიჩიძის „მონცა" გასვლით შეხვედრაში დამარცხდა „ბოლონიასთან" 2-1. შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე პენალტით სტუმრებმა გახსნეს. 33-ე წუთზე მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 59-ე წუთზე კი, მორიგი პენალტი მათ გაიტანეს და დაწინაურდნენ. კიდევ ერთი პენალტი, თამაშის მიწურულს, 81-ე წუთზე სტუმრებმა გააცუდეს. ქართველმა სტაბილურად ითამაშა და მარცხის მიუხედავად, მცველებს შორის საუკეთესო შეფასებაც მიიღო. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
„მონცას" შემდეგ წააგო „უდინეზემაც", სადაც ქართველებიდან გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს. „რომასთან" საშინაო დაპირისპირებაში ალბათ, ბევრი ასეთ ამბებს არ ელოდა, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, „უდინეზე" უკვე მ 0-4-ს აგებდა. ამის შემხედვარე თავს იმით იმშვიდებდი, რომ გიორგი ამ მომენტში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, ძანიოლომ ერთი ბურთი შეამცირა. „ჩაკვე" მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა და ურიგოდაც არ ითამაშა, თუმცა, პირველ ტაიმში წაგებული თამაშის გადასარჩენად ეს, საკმარისი არ გამოდგა. მატჩი საბოლოოდ, 2-5 დასრულდა.
10 ტურის შემდეგ, „უდინეზე" 5 ქულით, გასავარდნ ზონაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. ამ ზონას სულ რაღაც 2 ქულით და 2 ადგილით ასწრებს „მონცა". რაც შეეხება კიდევ ერთი ქართველის, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს", რომელიც მე-10 ტურის შეხვედრას ხვალ, 1 ნოემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე ითამაშებს, ტურის დასრულებამდე 17 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, მე-6 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში დღეს ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი", რომელიც 25 ქულით ლიდერობდა სატურნირო ცხრილს, მოულოდნელად, გასვლით შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ქვედა ეშელონში მყოფ „გენგამისთან" 2-0 დამარცხდა. ზურიკოს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 68-ე წუთზე შეცვალეს. რეალურად 4 წუთში, რაც ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო. 11 ტურის შემდეგ, დავითაშვილის გუნდისთვის სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ქართველის გუნდმა კი, საბოლოოდ 3-0 წააგო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" მე-10 ტურში, ქართველის ყოფილ გუნდს, „კარსლრუეს" ეთამაშა და 2-1 დამარცხდა. ბუდუმ სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, მისთვის მშობლიურ სტადიონზე, ვერაფერი განაწყო. ქართველის გუნდი, ამ მატჩის შემდეგ, 15 ქულით მე-6 ადგილზე.
და ბოლოს, მეზობელი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-10 ტურზეც ვთქვათ, სადაც დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ" გასვლითი შეხვედრა ბოლო ადგილოსან „აზალთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ვოლკოვი იყო, აი პაპუნაშვილს მი, ტრავმის გამო მატჩი გაუცდა. ამ ტურის შემდეგ, ქართველების გუნდს, სატურნირო ცხრილში მათ უკან მყოფ გუნდებზე ორი თამაშით მეტი აქვთ გამართული, თუმცა, მათ, მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ.
დღეს ეს იყოს, ხვალ სიახლეებით, მათ შორის, თუ დღეს რამე გამოგვრჩა ხვალ დაგიბრუნდებით.





ჩვენ







