
დღეს ნეაპოლში ჯუდოში, ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე ქართულ გუნდს, შეეძლი სამ წონით კატეგორიაში ფინალში ეასპარეზა, აქედან ერთი შესაძლოა, საერთოდ, ქართული ფინალიც კი ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, ფინალურ ბლოკში ოთხი ბრინჯაოსთვის ვიბრძოლეთ. სამი მოვიგეთ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღეს მედლები ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდა. აქედან ჩვენები, ხუთში იყვნენ წარმოდგენილები.
ლუკა გადელია (-60კგ) ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. ქართველმა ჯუდოკამ ჯგუფის მოგება მოახერხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც წონის მომავალ ჩემპიონთა დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გზას დაადგა. საბოლოოდ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომხეთის წარმომადგენელი შავარშ ნაჰაპეტიანი დაამარცხა და ჩვენს გუნდში პირველი მედალოსანი გახდა.
მომდევნო, ნინო ლოლაძე (-57კგ) იყო, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში პოლონელი კაროლინა სინიჩკა ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა ჯუდოკამ ბადე მოიგო და 1/2 ტურნირის მასპინძელი ქვეყნის იტალიის წარმომადგენელს, მიკელა ტერანოვასთან დამარცხდა. თუმცა, როცა იუკოთი იგებს ტურნირის მასპინძელი, მინიმუმ კითხვა გიჩნდება. იტალიელი მხოლოდ ვერცხლს შესწვდა.
ამავე წონაში ასპარეზობდა ნინო წიკლაურიც, თუმცა, ისევე როგორც ჯულიეტა როდონაია (-48კგ), ასპარეზობას საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა. 1/4 ფინალში იასპარეზა კიდევ ერთმა ჩვენმა გოგონამ, ნინო თათრიშვილმა (-52კგ), თუმცა, დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. საბოლოოდ კი, „ფინალურ ბლოკში" გასვლა ვერ მოახერხა.
კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, -73კგ-ში მათე ბერუაშვილმა და გიორგი ლოლაძემ, თავ-თავიანთი ბადე, წარმატებულად გაიარეს და 1/2 ფინალში გავიდნენ. თუმცა, გიორგი ბულგარელ ვიქტორ სკერლევთან დამარცხდა. ბერუაშვილმა კი, იტალიელ ფაბრიციო ესპოზიტოსთან წააგო, რომელიც საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს ფინალებს, ლოლაძე მოლდოველ ვლად მიტრუსთან დამარცხდა, რომელსა დღის პირველ ნახევარში ბერუაშვილმა მოუგო და მედლის გარეშე დარჩა. რაც შეეხება თავად ბერუაშვილს, მან აზერბაიჯანელი აბილ იუსუბოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტი თუმცა, პირველ დღეს სამი ბრინჯაოც არაა ცუდი შედეგი. ხვალ ტატამზე კიდევ რვა ქართველი გამოვა და მედლებს 6 წონით კატეგორიაში შეუტევს:
-81 კგ გიორგი არღვლიანი
-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი, ნიკოლოზ დავლაძე
-100 კგ ნოდარ ალაფიშვილი
+100 კგ საბა ქარდავა, გიორგი ბადუაშვილი
-70 კგ ნინო გულბანი
-78 კგ ბარბარე გელაშვილი
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ, 1 ნოემბერს შერეულ გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც ორგზის და რაც მთავარია, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდება.





ჩვენ







