„აპოლომ“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ ერთი ბურთის სხვაობით წააგო
„აპოლომ“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ ერთი ბურთის სხვაობით წააგო
30.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ" ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, „ევრო თასზე" დაიწყო ასპარეზობა. საქართველოს ჩემპიონი C ჯგუფში ესპანურ „ბარსელონასთან" და „ტერასასთან" ასევე, ბერძნულ „აპოლონ სმირნისთან" ერთად ასპარეზობს. საერთო ჯამში კი, „აპოლო" დღევანდელის ჩათვლით, 6 მატჩს სახლი-გასვლის პრინციპით ჩაატარებს.  


სასტარტო შეხვედრა კი, ქართულმა კლუბმა 29 ოქტომბერს კატალონიაში დაიწყო და „ბარსელონასთან" ძალზედ დასანანი მარცხი განიცადა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 0.05 წამით ადრე,  ფილიპ გარდაშევიჩმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ამის შემდეგ, კატალონიელებმა გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა ერთი გოლით მოიგეს.


თამაში კი, საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი პირველი მეოთხედით დაიწყო, რომელიც ანგარიში ქართულმა კლუბმა გახსნა და ამასთან ორი ბურთითაც დაწინაურდა. დუბლი ვუკ დრაშკოვიჩმა შეასრულა, ამის შემდეგ, „აპოლო" მასპინძლებს ერთი ბურთით ასწრებდა, გოლები გაიტანეს სრდან ვუსკანოვიჩმა (1-3), საბა ტყეშელაშვილმა (3-4), ნიკოლა მოსკოვმა (4-5). თუმცა, მეოთხედის მიწურულს, მასპინძლებმა მოახერხეს ორი გოლის გატანა და ახლა, „აპოლო" აღმოჩნდა მდევრის როლში. უხვგოლიან მონაკვეთს კი, წერტილი ვუსკანოვიჩმა დაუსვა, რომელმაც ბოლო წამზე გაიტანა და გაათანაბრა. პირველი მეოთხედი ფრედ, 6-6 დასრულდა.  


მეორე მეოთხედი არ იყო პირველის მსგავსად უხვგოლიანი, თუმცა, 9 გოლი ამ მონაკვეთშიც გავიდა. მასპინძლებმა მოახერხეს დაწინაურება. „აპოლომ" კი, მეორე მეოთხედში, პირველი გოლი ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით ოთხი წუთით ადრე გაიტანა. თავი, დუშან ვასიჩმა გამოიჩინა, რომელმაც სამბურთიანი სხვაობა ერთით შეამცირა 9-7. დარჩენილ დროში ქართული გუნდიდან გოლები ფილიპ გარდაშევიჩმა (9-8), ვუსკანოვიჩმა (9-9) და ანდრია ბითაძემ (11-10) გაიტანეს. პირველი ტაიმის შემდეგ, „აპოლო" ერთი ბურთით აგებდა. თამაში კი, საკმაოდ თანაბარი და დაძაბული იყო.


მომდევნო, მესამე მეოთხედი, მეორეს მსგავსად წარიმართა. „ბარსელონა" წინ იყო, ჩვენ ვცდილობდით დაწევას. ამასთან სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა იყო საჭირო. ამ მონაკვეთში „ბარსელონამ" 4 გოლი გაიტანა, „აპოლომ" 3  - ვუსკანოვიჩმა (13-11), ფილიპ გარდაშევიჩმა (14-12), საბა ტყეშელაშვილი (15-13). მონაკვეთი კი, 4-3 დასრულდა. გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, მასპინძლები უკვე, ორი ბურთით გვჯობნიდნენ. ამ მონაკვეთში თამაშის დატოვება ნიკოლა მოსკოვს მოუხდა.


ბოლო მეოთხედი ქართულმა გუნდმა 3-4 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „აპოლო" გამართულად თამაშობდა დაცვაში და კარგა იყენებდა კონტრშეტევების შესაძლებლობასაც, მაგალითად, როგორც ეს, თამაშის დასრულებამდე, დაახლოებით წუთნახევრით ადრე მოხდა, როდესაც ვიკო ნემანიამ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა (17-16) და ამის შემდეგაც, კატალონიელთა რამდენიმე ფაზიანი შეტევა ჯერ მოიგერია, შემდეგ კი, ფილიპ გარდეშევიჩის გოლი, 0.05 წამით ადრე, ანგარიშიც გაათანაბრა. აქვე გეტყვით, რომ ამ მონაკვეთში მორიგი გლი ვუკ დრაშკოვიჩმა (16-14) და ნემანიამ (17-15) გაიტანეს.


მატჩის სრულის ტექსტური ჩანაწერი იხილეთ ბმულზე.


მომდევნო შეხვედრას „აპოლო" 5 ნოემბერს, თბილისში, ბერძნულ „აპოლონ სმირნისთან" გამართავს.


აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ქართული გუნდი ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს, მას მიეცემა შანსი რანგით, მესამე ევროტურნირის, „კონფერენს თასის" ფლეი-ოფში ითამაშოს. პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები კი, „ევრო თასის" მეორე ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.


გეტყვით იმასაც, რომ „კონფერენს თასის" წილისყრას სამი ქართული კლუბი, „დინამო თბილისი", „იბერია" და „ოლიმპი" ელოდებიან.

 

 

ფოტო: "აპოლო" / არქივი