ბათუმის „დინამომ“ თბილისურს ამ ტურის შემდეგაც გადაასწრო
ბათუმის „დინამომ“ თბილისურს ამ ტურის შემდეგაც გადაასწრო
24.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორშაბათს, 26 ოქტომბერს გაირკვევა თუ, ექვსი ტურით ადრე ეროვნული ლიგის დასრულებამდე, სატურნირო ცხრილის პირველი ოთხეული, როგორი ქულებით გააგრძელებს ბრძოლას დარჩენილ ტურებში. დღევანდელი, 30-ე ტურის მეორე სათამაშო დღის შემდეგ, კი, ჩემპიონატს, 56 ქულით ბათუმის „დინამო" ლიდერობს, 54 ქულა აქვს „დინამო თბილისს" და მეორე ადგილზეა, რომელსაც ამ ტურის დასასრულს, ხსენებულ 26 ოქტომბერს, მხოლოდ „იბერია 1999"-მა შესაძლოა გაუწიოს კონკურენცია.


დღეს კი, 30-ე ტურის ორი შეხვედრა შედგა. თავდაპირველად, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ტყიბულის „მეშახტემ", რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, გორის „დილა" დაამარცხა 2-1. ანგარიში 27-ე წუთზე, მოჰამედ კანტემ შოთა შეყილაძის გადაცემით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, თუმცა, ამ მომენტამდე მომენტები სწორედ, მასპინძლებს ჰქონდათ. ვითარება მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა - ტყიბულელები აქტიურობდნენ და ერთ-ერთ ასეთ მომენტს, 65-ე წუთზე გოლი მოჰყვა - გიორგი პაპუაშილის გადაცემა, ერთი შეხებით, კარისკენ გადაამისამართა ბექა გაბისკირიამ და ბურთი, ხარიხას „გავლით" კარში შეცურდა. 75-ე წუთზე გორელებმა ჯარიმის ზღვარზე ითამაშეს, უფრო ზუსტად, მსაჯმა, გამომდინარე იქიდან, რომ ბურთს ტყიბულელები ფლობდნენ არ გააჩერა, შეტევა კი, მათე კვირკვიას გოლით დასრულდა. „მეშახტემ" მოიგო და ოდნავ გაიუმჯობესა ქულების ბალანსი, თუმცა, მიმდინარე სეზონში, ეს კლუბის მხოლოდ მესამე მოგებული შეხვედრა იყო.


„ბათუმი არენაზე" ადგილობრივმა „დინამომ" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა ანგარიშის გახსნა და დაწინაურება. 23-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს გადაცემით ვიტორიმ გაიტანა. ისევე, როგორც დღევანდელი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში, მეორე ტაიმში აქაც, 65-ე წუთზე გავიდა. მაურიდესმა, ბურთს მიწაზე დაშვება არ აცადა, ისე დაარტყა უძლიერესად კარის მიმართულებით და ანგარიში ორამდე გაზარდა. 74-ე წუთზე სტუმართა გუნდის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა ლევან შენგელიამ და მესამე გოლი გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ ტური 26 ოქტომბერს თბილისში, „იბერია 1999"-სა და „ტორპედოს" თამაშით დასრულდება.