ქალთა ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია
ქალთა ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ქალთა ლიგის თასის 2026 წლის სეზონის გათამაშების 1/4 ფინალები გაიმართა. თამაშები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. ერთმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ კი, გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/2 ფინალში გააგრძელებენ.


საქართველოს თასის ორგზის გამარჯვებული „ლანჩხუთი" ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „მართვეს" ეწვია.  ანგარიში, ამ შეხვედრაში 31-ე წუთზე სოფიკო ნარსიამ გახსნა. პირველი ტაიმიც „ლანჩხუთმა" 0-1 მოიგო. მეორეში კი, ეთერ სულაშვილის დუბლითა (60', 86') და ნინო ბუხრიკიძის (82') გოლებით, სტუმრებმა გაიმარჯვეს 0-4 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე არიან, სადაც თბილისის „კვარტალს" დაუპირისპირდებიან.


თავის მხრივ, „კვარტალმა" რეკორდული ანგარიშით 14-0 დაამარცხა „რაჭა 2020", რომელიც მიმდინარე სეზონში არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება. ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გოლების ცვენა მე-13 წუთზე დაიწყო, როდესაც ლიზი გოგალაძემ გახსნა ანგარიში. ხუთ წუთში მას, მხარი მარიამ ცისკარიშვილმა (18', 83', 90') აუბა, რომელმაც საბოლოოდ, ჰეთ -თრიქი შეასრულა პირველ ტაიმში, რომელიც 7-0 დასრულდა, გოლები ლოლიტა გოგუაძემ (20', 58'), ნათია ცეცხლაძემ (30', 78'), ლიზი კანკიამ (33', 36', 49(პ)' 55', 89') და ნინი ჩხეტიანმა (34') გაიტანეს.


სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩის პარალელურად, თბილისში, სფფ-ის კიდევ ორ საფეხბურთო ცენტრში გლდანსა და დიდ დიღომში, ორი მატჩი გაიმართა.


სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტა" - „ბათუმს" დაუპირისპირდა.  ანგარიში მე-14 წუთზე ნათია წოწერიამ გახსნა, რომელმაც 73-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. 38-ე წუთზე გამოცდილი ხატია ჭყონიას გატანილი გოლით, კი, სტუმრებმა პირველი ტაიმი 0-2 მოიგეს. საბოლოო ანგარიში კი, 89-ე წუთზე ნატა მიქელაძემ დააფიქსირა. „ბათუმმა" 0-4 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში კი, ქალთა ლიგის თასის მოქმედი მფლობელი  „ნიკე-ლუსო" „ვერეს" ეთამაშა და 6-0 დაამარცხა. ანგარიში, მე-7 წუთზე ემილი ბროუმ გახსნა, ორ წუთში მასპინძელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა ჯიოვანამ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ ტაიმში გაიტანა თეონა ბაქრაძემ (19') და ქრისტინა ბაკარანძემ (41') და „ნიკე-ლუსომაც" პირველი ტაიმი 4-0 მოიგო. მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა, ერთი, 67-ე წუთზე, ავტოგოლი, 87-ე წუთზე კი ელენე ბოლქვაძემ საბოლოო წერტილი დასვა ამ შეხვედრაში.


ამრიგად საქართველოს ქალთა ლიგის თასის მომდევნო, 1/2 ეტაპზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში, 18 ნოემბერს გაიმართება გუნდები ასე დაწყვილდნენ:


„ნიკე-ლუსო" - „ბათუმი"

„კვარტალი" - „ლანჩხუთი