
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გუშინ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ბარსელონას" წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება, ქართველი ფეხბურთელის ინსტაგრამ გვერდზე, შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოჩნდა:
„ამ დგომაზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რო ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ, ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით", - წერს კვარაცხელია.
გეტყვით, რომ ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე „კვარასთვის" რეალურად 2026-2027 წლების სეზონი დასრულებულია. მას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება, შემდეგ კი, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი მოუწევს. თუმცა, სად გაივლის ამ პროცესს ქართველი, ჩვენთან საქართველოში ქართველი ექიმებისა მეთვალყურეობით, თუ საფრანგეთში მოგვიანებით გახდება ცნობილი.






ჩვენ







