ევროტურნირების წინ - ქართული ლეგიონის ბოლო სათამაშო დღე
ევროტურნირების წინ - ქართული ლეგიონის ბოლო სათამაშო დღე
20.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროტურნირებამდე, რომელიც უკვე ხვალიდან აიღებს სტარტს, ქართველმა ლეგიონერებმა საკლუბო მატჩები გამართეს. ყველაზე ბოლოს საბა საზონოვის  „ხეტაფემ" ითამაშა და ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა. მადრიდულ დერბიში არც ერთი ქართველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. მატჩი კი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა მე-11 წუთზე გარსიას გოლით გახსნეს. 28-ე წუთზე მასპინძლებს კაცი გაუგდეს. თუმცა, 10-კაციანმა „ხეტაფემ" ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. აი, ქართველი ლეგიონერებიდან, კი, მხოლოდ სტუმრებმა მისცეს „წიტას" თამაშის საშუალება და მოედანზე 65-ე წუთზე შემოუშვეს. 9 ტურის შემდეგ გუნდებს თანაბარი 9-9 ქულა აქვთ და ცხრილშიც, 13-14 ადგილებს იყოფენ, თუმცა, ბურთების სხვაობის ხარჯზე, უფრო მაღლა, წიტაიშვილის გუნდია.


სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძემ. მე-7 ტურში „მონცამ" „კალიარის" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4-0 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო და რაც მთავარია, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ითამაშა. ამ მოგებით, „მონცამ" საკმაოდ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და 7 ქულით, მე-14 ადგილზე აინაცვლა.


საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ოთარ კაკაბაძემ პოლონური ექსტრაკლასას მე-11 ტურში, რომელშიც „კრაკოვიამ" ვარშავას „ლეგიას" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. „კაკაბამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. 11 ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-11 ადგილზეა.  


ლატვიის ვირსლიგაში, ლაშა ოდიშარიას რფს-მ 33-ე ტურში „ტუკუმსი 2000" 2-0  დაამარცხა. ქართველის გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმში, თამაში ბოლო მეოთხედში გახსნა. გოლი კიგურსისმა გაიტანა, მანვე მოგვიანებით დუბლი შეასრულა. პირველი გოლისას კი, მას ოდიშარიამ გაუკეთა. ქართველმა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა, სატარტო შემადგენლობიდან თამაშობდა ის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე შეცვალეს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, რფს-ს 83 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და ოთხი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „რიგას".  


დღეს ეს იყოს, წინ ევროტურნირებია.