
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქართველო მწვრთნელის მანუჩარ მარკოიშვილის სადებიუტო თამაში „გალათასარაის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ქართველის გუნდმა სტამბოლურ დერბიში, ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქესთან, „ბეშიქთაშთან" გასვლაზე 3 ქულით, 83-80 წააგო.
აღსანიშნავია, რომ „გალამ" ოთხიდან მხოლო ერთი, მეორე მეოთხედი წააგო 25-17. თუმცა, როგორც საბოლოოდ, გაირკვა, სწორედ, ეს მონაკვეთი აღმოჩნდა საკვანძო. პირველი ტაიმის შემდეგ „გალათასარაი" 5 ქულას აგებდა (44-39). არადა, პირველი მეოთხედი 19-22 მოიგო.
მარკოიშვილის გუნდმა თითო ქულით მოიგო მესამე (20-21) და ბოლო (19-20) მეოთხედები, თუმცა, მესამე მეოთხედში, თურქეთის საკალათბურთო ნაკრების წევრის ფურქან ქორქმაზის სროლის შემდგე ანგარიში 58-48 გახდა „არწივების" სასარგებლოდ და ისედაც, 10 ქულიან ზღვას თამაშში სხვაობამ პირველად მიაღწია. თუმცა, მარკოიშვილის გუნდმა ბოლო მონაკვეთის წინ, ეს სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა (64-60). დასკვნით მონაკვეთში კი, ანგარიში რამდენჯერმე ორ ქულამდე დაიყვანა. 1:51 წუთით ადრე, ანგარიში 75-73 იყო. დარჩენილ დროში ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა საბოლოოდ, უფრო მყარი ნერვები მასპინძლებს აღმოაჩნდათ, და 39 წამით ადრე თამაშის დასრულებამდე 5 ქულამდე აიყვანეს სხვაობა. თუმცა, საბოლოო შედეგი ვიცით, 83-80 „ბეშიქთაშის" სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 18 ქულით, ქორქმაზი გახდა.
„დიახ, დაძაბული და თანაბარი თამაში გამოვიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენთვის მატჩს ასე მცირე ანგარიშით წავაგებთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, თუკი მატჩს ვაგებთ. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ. კალათბურთელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მონდომებულები იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველას არ ეხება. მოედანზე შემსვლელი თითოეული მოთამაშისგან გაცილებით მეტს ველოდები. ამისთვის მუშაობის გაგრძელება გვჭირდება, თუმცა მჯერა, რომ მომავალი ვარჯიშების შემდეგ, გუნდი ნამდვილ ხასიათს აჩვენებს", - აღნიშნა მარკოიშვილმა თამაშის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში beIN Sports-თან.
ამ შეხვედრის შემდეგ, „ბეშიქთაშმა", „გალას" სატურნირო ცხრილში გადაასწრო. მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი თურქეთის ჩემპიონატზე, 23 ოქტომბერს „ბანდირმა ბორდოს" წინააღმდეგ გამართავს.
მანამდე კი, არის არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე (BCL) ელის, სადაც საკუთარ მოედანზე ფრანგულ „სტრასბურს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







