
დღეს, ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოდან კიდევ 7 ძალოსანმა იასპარეზა.
ფიცარნაგი პირველი 20-წლამდე გოგონებს დაეთმოთ, სადაც საქართველოს სახელით მარიამ მურღვნლიანი (86კგ) ასპარეზობდა. ქართველმა ძალოსანმა გოგონამ საბოლოოდ, 1ოროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცში, მარიამმა 112 კგ დაძლია და სახეობაში ევროპის ჩემპიონიც გახდა. ამასთან, ევროპის ახალი რეკორდიც დაამყარა, რამეთუ 1 კგ-ით მეტი წონა დააფიქსირა, აქამდე დაძლეულ წონებს შორის. აკვრაში კი, თავი 136 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო. საბოლოოდ. ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამ მეორე ადგილს დასჯერდა.
110 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს საბა ადამიამ და გიგა ცუხიშვილმა. საბა ადამიამ ატაცში 157 კგ დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა. აკვრაში თავი 187 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილს დასჯერდა. ორჭიდში მოგროვილი 344 კილოგრამითაც, ქართველმა ძალოსანმა მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. გიგა ცუხიშვილმა კი, ატაცში 156 კილოგრამის დაძლევით მე-6 საფეხური დაიკავა. აკვრაში190 კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 საფეხურზე გავიდა. საბოლოოდ, ორჭიდში მოგროვილი 346 კილოგრამითმე-6 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, +110 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს გივი დარსაველიძემ და ირაკლი ვეკუამ. გივი დარსაველიძემ ატაცში 168 კგ დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აკვრაში კი, 210 კილოგრამი დაძლია და კვლავ ვერცხლის მედალი მოოიპოვა, შესაბამისად, ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამითაც, მან მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.რაც შეეხება ირაკლი ვეკუას, მან ატაცში თავი 167 კილოგრამს გაართვა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გადა. ძალოსანმა აკვრაში 209 კილოგრამი დაძლია და კვლავ ვერცხლის მედალი მოოიპოვა.
ორო მონაწილე გვყავდა დღეს ფიცარნაგზე 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 95 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარი და საბა ასანიძე. გერვასი თაბაგარმა ატაცში 154 კგ დაძლია და მე-10 ადგილი დაიკავა. აკვრაში კი, 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ, ორჭიდში მოგროვილი 356 კილოგრამით კი. მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. რაც შეეხება საბას, მან ატაცში 157 კგ დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა. აკვრაში კი, 201 კ- ბრინჯაოს მედალი მოიგო, თუმცა, ორჭიდში საბა 358 კილოგრამით მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთში მიმდინარე ევროპის ამ ასაკობრივ ჩემპიონატში, 20 ძალოსანი ასპარეზობს, 10 (მათ შორის 2 გოგონა) 20-წლამდეთა პირველობაზე, ხოლო მეორე 10 ძალოსანი (ასევე 2 გოგონა) 23-წლამდეთა შორის.
ქართველი ძალოსნების მიღწევებზე გაეცანით ბმულს.
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია





ჩვენ







