სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია
18.10.2026
ავტორი: TSFF.Ge

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ, დღეს 2026 წლის სეზონის მეორე ტურნირზე იასპარეზა და მეორე ოქროს მედალი მოიგო. ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ფინალში მან, უნგრელი კრისტიან რაბის დაძაბულ ბრძოლაში 15 - 12 მოუგო.


მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა სანდრო ბაზაძემ რუმინელი კასიან სიდუს წინააღმდეგ გამართა და 15-5 გაიმარჯვა. ქართველმა მოფარიკავემ წარმატებული 1/32 ფინალის შემდეგ, 1/16 ფინალში გადაინაცვლა, სადაც იაპონელი შიდო ცუმორი 15-11 დაამარცხა. მომდევნო, 1/8 ფინალში ბაზაძის მეტოქე, ფრანგი ლეანდე ოლივერი იყო, რომელსაც ასევე 15-11 მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა.


მეოთხედფინალური შეხვედრა, შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოდგა, ვინაიდან, ფრანგ სებასტიან პატრისთან სანდრო 4-8-ს აგებდა, საბოლოოდ კი, 15-14 მოიგო და 1/2 ფინალში გადავიდა. აქ კი, კიდევ ერთი იაპონელი, მაო კოკუბო 15 - 10 დაამარცხა და საბოლოოდ, ფინალში იასპარეზა.