ხვალიდან ქალთა ლიგის თასის გათამაშება იწყება
ხვალიდან ქალთა ლიგის თასის გათამაშება იწყება
16.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქალთა ეროვნული ლიგა განახლდება, ხვალ 17 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში, სტარტს აიღებს საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის - ქალთა ლიგის თასი. ტურნირში ქალთა ლიგაში მოასპარეზე გუნდები ითამაშებენ. პირველ, შესარჩევ ეტაპზე ათიდან ოთხი გუნდი იასპარეზებს - თბილისის „ვერე", „თეთრიწყარო", ქუთაისის „მართვე" და „დინამო სოხუმი".


მომდევნო, 1/4 ფინალიდან კი, ასპარეზობაში თბილისური კლუბები „ნიკე-ლუსო", „ელიტა", „კვარტალი", ასევე „ბათუმი", „რაჭა 2020" და „ლანჩხუთი" ჩაებმებიან.


17 ოქტომბერი /  „ვერე"-„თეთრიწყარო"

18 ოქტომბერი / „მართვე" - „დინამო სოხუმი"


1/4 ფინალი , 21 ოქტომბერი

„ნიკე-ლუსო" -  „ვერე"/„თეთრიწყარო"

„ელიტა" - „ბათუმი"

 „მართვე"/„დინამო სოხუმი" - „ლანჩხუთი"


1/2 ფინალი, 16 ნოემბერი

„ნიკე-ლუსო" -  „ვერე"/„თეთრიწყარო" VS „ელიტა" - „ბათუმი"

„კვარტალი" - „რაჭა 2020" VS „მართვე"/„დინამო სოხუმი" - „ლანჩხუთი"


19 ნოემბერს, ქალთა ლიგის თასის ფინალური მატჩია დაგეგმილი.

ქალთა ლიგის თასის გათამაშება წლეულს მეოთხედ გაიმართება. ტურნირი ორჯერ 2019 და 2021 წლებში „ლანჩხუთს" აქვს მოგებული. 2025 წელს კი, თასის მფლობელი „ნიკე-ლუსო" გახდა.