დღეს, ევროტურნირებზე ქართულმა კლუბმა და ქართველმა ლეგიონერებმა იასპარეზეს
დღეს, ევროტურნირებზე ქართულმა კლუბმა და ქართველმა ლეგიონერებმა იასპარეზეს
16.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართული ლეგიონის კიდევ ერთი ნაწილის კლუბებმა უეფა-ს ევროტურნირებზე ითამაშეს. დავიწყოთ ევროპა ლიგით, სადაც ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" გასვლითი შეხვედრა წააგო „ბორნმუთთან" 3-0. ქართველებმა მატჩი, თუმცა ისევე, როგორც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, ავსტრიის ბუნდესლიგის ტრავმების გამო გამოტოვეს.


პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა კონფერენს ლიგაზე, ლიგის ფაზაში. ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩეხური „იაბლონეცი" გასვლით შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა „ფრაიბურგთან" 3-2. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, „იაბლონეცმა" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შესაძლოა, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, სტუმართა ავტოგოლი რომ არა, შეხვედრა სხვანაირად წარმართულიყო. 65-ე წუთზე „ფრაიბურგმა" კიდევ გაიტანა და 3-1 დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა კიდევ მოახერხეს, თუმცა, თამაშის მოსაგებად, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ქართველის გუნდმა წააგო, თუმცა, ბოლო წუთებამდე აჩვენა ბრძოლისუნარიანობა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი ექნება თბილისურ „იბერია 1999"-ს, რომელსაც ამ ჩეხურ კლუბთან გასვლითი მატჩი ელის.


განაცხადში იყო, თუმცა, კრაიოვაში არ უთამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს, საბა საზონოვს, რომლის „ხეტაფემაც" ფრედ, 1-1 ითამაშ „უნივერსიტატიასთან". მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 59-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს,  „ხეტაფემ" კი ქულა, 81-ე წუთზე გადაარჩინა.


უეფა-ს კონფერენს ლიგის ფაზაზე, პირველი შეხვედრა ჩაატარა თბილისის „იბერია 1999"-მა. ბელგიურ „სენტ ტრუიდენთან" შეხვედრაში, საწყის წუთებზე ქართველებს ღელვა ემჩნეოდათ. ზოგადად, თამაშითაც ლევან კორღალიძის გუნდი, მეორე ტაიმში ათამაშდა. ამ შეხვედრაში, ალბათ ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნებოდა VAR-ს მე-4 წუთზე გატანილი გოლი, თამაშგარეთ რომ არ ჩაეთვალა და არ გაეუქმებინა. თუმცა, ამ მომენტიდან მალევე, გოლი ქართული გუნდის კარში გავიდა, მე-11 წუთზე, რობერტ ვანვესემაელიმ გაიტანა. ზოგადად, აღსანიშნავია, გიორგი მაკარიძე ანგარიში პირველ ტაიმშიც უფრო დიდი იქნებოდა და მთლიანად თამაშშიც. როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა დაიწყო თამაში, თუმცა, კარის მიმართულებით პირველი დარტყმა ნიკა სიხარულაშვილმა, დაახლოებით ბოლო ათწუთეულში შეასრულა. 88-ე წუთზე კი, ილიას სებაუი კარგად შენიშნა კარიდან შორს გამოსული მაკარიძე და ცენტრიდან უზუსტესი დარტყმით, ანგარიში ორამდე გაზარდა. თბილისურმა კლუბმა, ჯგუფის ფაზაზე სადებიუტო შეხვედრა 2-0 წააგო.


ერთ კვირაში ევროტურნირებზე მორიგი სათამაშო ტურია.