
სანაკრებო შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც მე-4 წრის პირველი ტურის შემდეგაც პირველ ოთხეულში გამორჩეული სიმჭიდროვეა. აღნიშნული ტური კი, წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტისა" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „იბერია 1999"-ის შეხვედრით დაიწყო. ანგარიში სტუმრებმა მე-18 წუთზე, ფილიპ ჩანჩარის გოლით გახსნეს და პირველ ტაიმში ორი გოლითაც იყვნენ წინ, მას შემდეგ, რაც ნიკა სიხარულაშილმა 22-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ამავე ტაიმში, 33-ე წუთზე მათე კვირკვია გადაცემით, ცოტნე ფაცაციამ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა, ის ანგარიში, რაც პირველ ტაიმში დაფიქსირდა, 1-2, თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
კიდევ ერთმა ფაცაციამ, ვაჟამ გაიტანა „პეტრო არენაზე", „რუსთავისა" და გორის „დილას" დაპირისპირებაში, რომელიც საბოლოოდ 3-1 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. რუსთაველთაგან, ამ მატჩში გოლები 21-ე წუთზე ჯექსონ კენიომ, ხოლო, მე-40 წუთზე ალმეიდამ გაიტანა - აქ, აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი, პრინს ოსეის გადაცემით გავიდა. მე-60 წუთზე ოთარ ფარულავას გოლის შემდეგ, გორელებმა შეამცირეს სხვაობა, თუმცა, 71-ე წუთზე, ვაჟა ფაცაციამ, ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფრედ, 3-3 დასრულდა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე „სპაერისა" და „ტორპედოს" დაპირისპირება. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-6 წუთზე სწრაფი გოლით გაიხსნა. მასპინძელთაგან, ლაშა კოხრეიძემ გაიტანა, თუმცა, ტაიმის მიწურულს, 38-ე და 45-ე წუთებზე, კომნენ ანდრიჩის გოლების წყალობით, „ტორპედომ" ტაიმის მოგება მოახერხა. მოვლენებმა კი, დრამატულობას ბოლო ათწუთეულში მიაღწიეს, როდესაც მასპინძლებმა ორჯერ გაათანაბრეს, ჯერ 81-ე წუთზე ზურაბ გოლუბუანმა მოახერხა ამის გაკეთება, შემდეგ კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მე-10 წუთზე, გოჩა ცირდავა, თუმცა, მანამდე იყო 11-მეტრიანი, რომელიც გიორგი არაბიძემ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე გაიტანა.
წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრშიც „სამგურალისა" და „გაგრას" დაპირისპირებაში ანგარიში სწრაფი გოლით მე-7 წუთზე გაიხსნა - ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე კი, თორნიკე გაფრინდაშვილი მოამარაგა ბურთით, მან კი, ანგარიში ორამდე გაზარდა. თამაშის მიწურულს 88-ე წუთზე წყალტუბოელთაგან კლაუდიო კებოლინიმ გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3-0. „სამგურალმა" ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და მეორე იმერულ კლუბს, „ტორპედოს" ორ ქულაში მიუახლოვდა.
ტური კი, ბათუმი არენაზე დინამოების დერბით დასრულდა. ბათუმის „დინამომ" პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გახსნა ანგარიში. იმრანის გადაცემით მაურიდესმა გაიტანა. მიუხედავად „დინამო თბილისის" მცდელობებისა, თამაში გადაერჩინათ, თემურ ქეცბაიას გუნდმა, ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ბათუმის „დინამომ" 1-0 გაიმარჯვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ამ მოგებით, 50 ქულა დაიბრუნდა და სატურნირო ცხრილში, კვლავ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია.
მომდევნო ტური ეროვნულ ლიგაში 17, 18 და 19 ოქტომბერს გაიმართება. ამ ტურში, „დინამო თბილისი" მშობლიურ „დინამო არენაზე" დაბრუნდება.





ჩვენ







