
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ოქტომბრის სანაკრებო შეკრების ფარგლებში, მეინ რაუნდის ორ შეხვედრას გამართავს, თავდაპირველად სახლში, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რამდენიმე დღეში კი, იტალიაში გაემგზავრება.
შეკრებაზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 15 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის არიან: მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი"), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)
ტრავმის შემდეგ, ნაკრებში როგორც ხედავთ, ლუკა ხარშილაძე დაბრუნდა. გუნდს, კვლავ ვერ დაეხმარება გიორგი ღავთაძე. თამაშები კი, 14 და 20 ოქტომბერს გაიმართება. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით მატჩებზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
მატჩების განრიგი
14 ოქტომბერი | საქართველო - კოსოვო | 19:00
20 ოქტომბერი | იტალია - საქართველო | 22:30





ჩვენ







