
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში -100 კგ წონით კატეგორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს და ის, ილია სულამანიძეა, რომელმაც ეს ტიტული სულ რამდენიმე წუთის წინ ბაქოში მოიპოვა.
ქართული გუნდის სათვალავში უკვე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. დღეს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს -100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ილია სულამანიძემ მოიგო. დღის ბოლოს ბიჭებში აღნიშნულ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე იდგა ყველა ის სპორტსმენი, რომლებიც ილიამ ერთმანეთის მიყოლებით ¼ ფინალიდან გამოთიშა.

გამომდინარე იქიდან, რომ ილია განთესილი იყო, მან ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და მეტოქის გამოვლენამდე საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ცდა. პირველ ბრძოლაში, 1/16 ფინალში კი, საკმაოდ იოლად დაამარცხა ჟომბორ ვეგი და მომედვნო ეტაპზე გავიდა, სადაც მართალია იუკოთი, მოლდოველი ვადიმ გიმბოვშჩი, თან ისე, რომ ძალები დიდად არც ამ შეხვედრაში დაუხარჯავს. ბადის მოსაგებად, ქართველს უფრო წონადი მეტოქე ელოდა - რუსეთის სახელით მოასპარეზე ნიაზ ბილალოვი. ბრძოლის დაწყებიდან ორ წუთში, ილიამ იუკოს აღება მოახერხა, რეალურად ქართველმა მოახერხა მთელი შეხვედრა გაეკონტროლებინა და ბოლოს იპონითაც გაიმარჯვა. აღსანიშნავია, სწორედ ბადის მოსაგებ შეხვედრაში ქართველ ჯუდოკას პირველად ემჩნეოდა სრული მობილიზება და განწყობა, რამაც საბოლოო შედეგიც გამოიღო.
თუმცა, შედეგამდე იყო კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ჯენარო პირელთან, რომელმაც აპრილში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ზოგადად, იტალიელს ბოლო ოთხი ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო (ევროპის ჩემპიონატი, ულან-ბატორის გრან სლემი, ლიმას გრან პრი, უნგრეთის გრან სლემი) ყველა მოგებული ჰქონდა. ჩაფსკვნილი აღნაგობის იტალიელი უხერხული მეტოქე გამოდგა 1/8 ფინალში ნიკო შერაზადიშვილისთვისაც, მართალია, ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მაგრამ მაინც ჩვენი, ქართველი ჯუდოკისთვის, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო და ორი შეხვედრა მოიგო. იტალიელთან დაპირისპირებაც, მომავალი მსოფლიო ჩემპიონისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუმცა, ქართველმა 1/2 ფინალური დაპირისპირება კორელთან 46 წამში მოიგო და სრულიად ძალებ შემონახული ფინალში გავიდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ფინალში კი, ილიას იაპონელი დოტა არაი ელოდა, რომელიც სულამანიძეს ორჯერ ჰყავდა დამარცხებული, აქედან ბოლოს 2025 წლის დეკემბერს, ტოკიოში, გრან სლემზე. ეს გარემოება დადებითად იმოქმედებდა ქართველის გამოსვლაზე თუ უარყოფითად, ამას მხოლოდ ფინალური შეხვედრის მსვლელობა გვაჩვენებდა. აქ კი, ქართველმა მოახერხა სრული მობილიზება და გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, აქ კი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ტოლფასს იუკოსთვის ვიდეო რეფერის ჩარევა გახდა აუცილებელი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორთაბრძოლის ამსახველ ფოტოებსაც ვიღებდი, ჩვენი ადგილი კი, ფინალური ბლოკის დროს მსაჯების წინაა, კარგად მესმოდა, როგორ გადასძახეს მაყურებლის სტატუსში მყოფმა მსაჯებმა ერთმანეთს „იუკო ვაით" (იუკო თეთრის არისო), მოგვიანებით კი, ეს ოფიციალურად სუპერვაიზერებმაც დააფიქსირეს და ტატამზე მყოფმა მსაჯმაც გაახმოვანა. ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონია!
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ბოლო მედლები გათამაშდება. ბაქოს Milli Gimnastika Arenası-ში +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი იასპარეზებენ, +78 კგ წონით კატეგორიაში კი, სოფო სომხიშვილი იასპარეზებს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
აქვე შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ, 12 ოქტომბერს, Milli Gimnastika Arenası-ში საქმეში საქართველოს შერეული გუნდი ჩაერთვება, რომელიც მოქმედი ჩემპიონია. ასე, რომ ჯუდოს მოყვარულებს კიდევ ორი საინტერესო დღე გველის.






ჩვენ















