
დღეს, გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გამართა და წააგო. ქართველის ხორვატულმა „ზაგრებმა" ამჯერად, საკუთარ მოედანზე დანიურ „ოლბორგთან" სამბურთიანი სხვაობით 23-33 (12-17) წააგო. საინტერსოა, რომ „ზაგრები" ხორვატულ ჩემპიონატში, წაუგებლად ასპარეზობს, აქ კი, ამ ეტაპზე ცოტა თუ გამოსდის.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე, „ზაგრებისა" და „ოლბორგთას" გზები რვაჯერ გადაიკვეთა და ხორვატებმა მხოლოდ, ორჯერ მოახერხეს გამარჯვება, ერთი მატჩი კი, ფრედ დასრულდა. სტატისტიკის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე ისინი ბოლოს 2024 წლის 26 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, ზაგრებმა სამი ბურთის სხვაობით 30-33 გაიმარჯვა.
ხორვატებმა სტატისტიკა ვერ ამ ჯერზე გააუმჯობესეს. ანგარიშში სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და რეალურად, მთელი მატჩის მანძილზე მოახერხეს ამ უპირატესობის შენარჩუნება, რიგ მომენტებში კი, გაზარდეს კიდეც. ცხოვრებაძე კი, ამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა (ერთი პირველ და ერთიც მეორე ტაიმში) და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
C ჯგუფში „ზაგრები" 2 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, ისევ „ოლბორგთან", ამჯერად, სტუმრად გამართავს.
ამ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე „პარი სენ-ჟერმენმა" C ჯგუფის აუტსაიდერ სლოვენიურ „ცელიეს" 46-35 მოუგო და „ოლბორგის" მსგავსად 5 ქულა დააგროვა. თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ჯგუფში პირველ ადგილზე ჯერ-ჯერობით დანიელები არიან.





ჩვენ







