
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებს გამართავს.
7-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი მასპინძელი ბულგარეთის, ირლანდიის და სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს - მატჩების განრიგი.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია ფხაკაძე ("ნორჩები"), ნინო მეტრეველი ("ნიკე-ლუსო");
მცველები: ელენე ბოლქვაძე ("ნიკე-ლუსო"), ლოლიტა კალოიანი ("ვერე"), მაია დავითაშვილი ("რუსთავი"), ნინი ვეკუა ("ნორჩები"), ნინო დანელია ("კოლხეთი", ხობი); ნახევარმცველები: ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ნინო გობაძე ("თეთრიწყარო"), მარიამ გასანოვა ("კვარტალი"), ნინიკო ჩხეტიანი ("კვარტალი"), ანა დოლიშვილი ("კვარტალი"), ელენე მურადაშვილი ("გორი იუნაიტედი"), ანა მამულაშვილი ("ახალგორი"), ანასტასია ბუჩუკური ("ნიკე-ლუსო"), ქეთევან ჭურკვეიძე ("ბათუმი"); თავდამსხმელები: ანანო მიქაბერიძე ("კვარტალი"), სოფი ხელაშვილი ("ოჰაიო პრემიერი, აშშ)





ჩვენ







