
დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბილეფელდში ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისეთივე ანგარიშით 2-0 წააგო, როგორც 2025 წლის ნოემბერში თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ შეხვედრაში.
გიორგი ადამიამ კვლავ როტაციას მიმართა და სასტარტო შემადგენლობაში გუნდის მთავარი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი დააბრუნა, ისევე როგორც სასტარტო შემადგენლობიდან დააწყებინა თამაში ნიკოლოზ ჩიქოვანს. ცოტა უფრო მეტი სათამაშო დრო მისცა თორნიკე კვარაცხელიასაც, რომლისგანაც ხვიჩას მსგავსად, ხალხი ბევრს მოელის. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი მე-10 წუთზე გაუშვა, 69-ე წუთზე კი, ჯენან პეიჩინოვიჩმა დუბლი გაიფორმა. საქართველოს ნაკრებმა კარის მიმართულებით ექვსჯერ დაარტყა, თუმცა, კარის ჩარჩოში არც ერთხელ.
მატჩის წინა დღეს გიორგი ადამაიამ, რომელმაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საბერძნეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრის გადაიბარა რამაზ სვანაძისაგან, აღნიშნა, რომ ამ ფორმაციის 21-წლამდე ნაკრებისთვის დღევანდელი შეხვედრა ბოლო იყო - მიზეზი, ასაკით აღარ უწევთ ახალგაზრდული ნაკრები. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თამაში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა „დინამო თბილისის" მეკარე მიშიკო მაქაცარია, რომელიც ჩრდ. ირლანდიაში მიღებული ტრავმის გამო დროზე ადრე დაბრუნდა სამშობლოში და დიდი ალბათობით, ვერც „დინამო თბილისს" დაეხმარება ეროვნული ლიგის მე-4 წრეში.
21-წლამდე ნაკრების ბოლო მატჩებში გამოძახებულნი იყვნენ მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია); მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა", ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო", ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი („კაპფენბერგი", ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი", წყალტუბო), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი"), ლუკა ლაცაბიძე („ტორპედო" ქუთაისი) ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999"), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („გაგრა"), გიორგი რობაქიძე („ოდესის ჩერნომორეცი", უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), ალეკო ბასილაძე („სლოვან ლიბერეცი", ჩეხეთი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო", ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"), ვახტანგ სალია („ნიუკასლ იუნაიტედი", ინგლისი), ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი").
რაც შეეხება 21-წლამდეთ შესარჩევი ეტაპის F ჯგუფს, 27-27 ქულით, პირველ ადგილზე გერმანიამ, მეორეზე კი, საბერძნეთმა დაასრულეს ასპარეზობა. საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა შესარჩევი ეტაპი (იხილეთ ჯგუფი).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოახერხა გასვლა.
ფოტო: (c) UEFA





ჩვენ







