იუბილარ ზურაბ ცინცაძეს გასვლით ტურში არ გაუმართლა
იუბილარ ზურაბ ცინცაძეს გასვლით ტურში არ გაუმართლა
05.10.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა შედგა.


სერბეთი

თეკლა ძამუნაშვილის „ნაპრედაკისთვის" ქალთა სუპერლიგის მესამე ტურიც წარმატებული გამოდგა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა „მლადოსტ ნოვა პაზოვას" უმასპინძლა და 26-23 გაიმარჯვა. ძამუნაშვილმა 1 ბურთი გაიტანა.


საფრანგეთი

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ". სტარლიგის მეხუთე ტურში „სელესტას" უმასპინძლა და 33-31 დაამარცხა. „ტრამბლეს" ქართველმა ლეგიონერმა ისევე როგორც წინა ორ ტურში 2 გოლი გაიტანა.


„ტრამბლემ" სტარლიგის მატჩამდე „ბეზანსონთან" გასვლით შეხვედრაში საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალშიც 37-28 გაიმარჯვა.


ხორვატია

პრემიერლიგის მეოთხე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა" საკუთარ მოედანზე „პორეჩს" ეთამაშა და დიდი ანგარიშით,  43-27 მოუგო. ხორვატთა ქართველმა ლეგიონერმა 4 ბურთი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


რუმინეთი

ორი წაგებული მატჩის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „კონსტანტამ". ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „ტევტონი გიმბავთან" გასვლით შეხვედრაში 34-27 გაიმარჯვა. სტუმართაგან 2 გოლი გაიტანა ხაზეინ რუსტამოვმა.


პოლონეთი

სუპერლიგის მეხუთე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოს" გასვლითი შეხვედრა ჰქონდა „კიელცესთან". მასპინძლებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს (34-22), „ლეგიონოვო" კი უკვე მესამე მატჩია წარმატებას ვერ აღწევს. საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელიც მატჩის დღეს - 3 ოქტომბერს იუბილარი იყო, ერთი გოლი გაიტანა, ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 6 ბურთი მოიგერია.