მეორე დღე ქართული გუნდისთვის ადრე დასრულდა
მეორე დღე ქართული გუნდისთვის ადრე დასრულდა
05.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბაქოში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ქართული გუნდისთვის მალე დასრულდა. -66კგ-ში მონაწილე ვაჟა მარგველაშვილი ჩვენდა სამწუხაროდ, პირველივე წრეში 20 წლის აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან ჰანსოკუ-მაკეტი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


მოგვიანებით, მეორე რაუნდში წააგო აზერბაიჯანელმაც. ფინალურ ბლოკში, ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ბიჭებში არც ერთი წარმომადგენელი არ ეყოლება, რადგან დამარცხდა რუსლან პაშაევიც. ფინალურ ბლოკში ვერ მოახერხა გასვლა და რეპეშაჟში დამარცხდა -52კგ-ში გიულთაჯ მამადალიევა. ასე რომ მასპინძლებს ფინალურ ბლოკში წარმომადგენელი არ ეყოლებათ.


მსოფლიო ჩემპიონატზე მომუშავე მედიას საგანგებო შეტყობინება მოუვიდა, ტურნირის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფინალურ ბლოკზე დასწრებას Milli Gimnastika Arenası-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გეგმავდა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებიც სრული შემადგენლობით ბაქოში დღეს, 3 ოქტომბერს შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, მეზობელ აზერბაიჯანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი - 4 ქალი და 9 კაცი სპორტსმენი.  აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ჩვენი გუნდი 3 წონაში (-90 კგ, +100 კგ, -57კგ) „გაორებული" შემადგენლობით იასპარეზებს.


კაცები:

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი


გოგონები:

-57 კგ ეთერი ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-70 კგ ნინო გულბანი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


ხვალ, Milli Gimnastika Arenası-ში წინასწარი ასპარეზობები 10:00 საათიდან დაიწყება. ქართული გუნდიდან ხვალ, 6 ოქტომბერს  -73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გვეყოლება. ხვალვე ასპარეზობას დაიწყებენ გოგონები, -57 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონის  ტიტულის დაცვას შეეცდება ეთერ ლიპარტელიანი, მასთან ერთად, ამავე წონაში ნინო ლოლაძე იასპარეზებს.


ფინალური ბლოკი კი, 18:00 საათიდან დაიწყება.


ქართული გუნდიდან უკვე იასპარეზა ორმა, დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) და გუშინ, ჩემპიონატის გახსნით დღეს კი, ბრინჯაოს მედალი მოიგო გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ).


ჩვენ ხვალიდან უკვე ბაქოში ვიქნებით და უშუალოდ შეჯიბრის ადგილიდან შევეცდებით სიახლეები მოგაწოდოთ.



ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი