
სანაკრებო პაზის მიუხედავად, დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის მესამე წრე, ახლა ოფიციალურად დაიხურა და მას ახალი ლიდერი ჰყავს „დინამო თბილისი".
თემურ ქეცბაიას გუნდი, „მიხეილ მესხზე" დღეს, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერია 1999"-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 22-ე ტურის ამ მატჩის გადატანა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, იმ გუნდმა სთხოვა, რომელიც ამჟამად, უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს და სანაკრებო შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის ბოლო, დასკვნითი წრის პარალელურად, ამ ტურნირზეც მოუწევს თამაში და ძალების გადანაწილება. თუმცა, დღეს, ორივე გუნდის შემადგენლობაში არ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. დინამოელებს კი, მომდევნო ტურებშიც სათადარიგო მეკარის შესახებ მოუწევთ დაფიქრება, რადგან ჩრდ. ირლანდიაში ყოფნის დროს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ მიხეილ მაქაცარიამ, ტრავმა მიიღო და ის დროზე ადრე სამშობლოში დაბრუნდა, ამას გარდა, მიშოს დიდი ალბათობით, სეზონის დარჩენილი ეს ნაწილი გაუცდება.
აი, დინამოელთა ბრაზილიელი მეკარის ლუკას ფლორესის დამსახურებით, „დინამო თბილისის" კარში ამ შეხვედრაში გოლი მხოლოდ 11-მეტრიანით გავიდა, 79-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა. სხვათა შორის, თამაშისთვის კომპენსირებულ დროში, ბოლო შეტევაში, მასვე ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ბურთი ძალიან მცირე მანძილით ასცდა ხარიხას.
თავად თამაში საკმაოდ საინტერესო იყო, ერთადერთი რაც აკლდა დედაქალაქურ დერბის და უკვე ტრადიციულად ქართული ეროვნული ჩემპიონატის აქილევსის ქუსლია - მაყურებელია (სოცქსელში აქტიური და ცხოვრებაში უჩინმაჩინი). არადა, შედეგი, რაც არ უნდა ამტკიცონ რომ ჯერ ითამაშონ და მერე მოვალთ, ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. მოკლედ, მათ გარეშე, „იბერია 1999"-მა ბურთი გააკონტროლა, თუმცა, „დინამო თბილისმა" ჭკვიანური დაცვითი თამაშით, მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად გადაუკეტა სივრცეები. იბერიელთაგან, ალბათ, ყველაზე დიდი ხიფათი, ყოფილი დინამოელი ნიკა სიხარულაშვილი იყო, ძაგანიასთან და ჯინჯოლავასთან ერთად. აი, დინამოელეთგან კი, გიორგი ხარაიშვილს, ნიკა ნინუას და ვეტერან ჯაბა კანკავას გამოვარჩევდით, ზევით დასახელებული კარის მცველთან ერთად და კიდევ, მაქსიმ ტეიშეირას, რომელმაც ანგარიში მე-9 წუთზე ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ გახსნა. ამ შეხვედრაში ტეიშეირას, კიდევ ჰქონდა სამი მაღალი პროცენტით საგოლე მომენტი. თუმცა, მანამდე მე-13 წუთზე ნიკა ნინუას დააკლდა ცოტა გოლამდე. 71-ე წუთზე კი, ნინუამ საგოლე გადაცემით მოამარაგა დინამოელთა კიდევ ერთი ვეტერანი, მათე ვაწაძე, სტანდარტული გოლით დააგვირგვინა და სტუმრები 0-2 დააწინაურა.
საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისური, დედაქალაქური დერბი 1-2 დასრულდა „დინამო თბილისის" სასარგებლოდ, რომელიც, მე-3 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, 48 ქულით ჩაუდგა სათავეში. ერთი ქულით ნაკლები აქვს ბათუმის „დინამოს", რომელიც სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ, საკუთრ კედლებში, სწორედ ქეცბაიას გუნდს უმასპინძლებს.
ფოტო: "იბერია 1999"





ჩვენ







